აბიტურიენტები, რომლებიც ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ, ზოგადი უნარების გამოცდას 20-21 ივლისს ჩააბარებენ.
წელს 55 ათასზე მეტი აპლიკანტი და სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში. რაც შეეხება სამაგისტრო გამოცდებს, ის 1 აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
აპლიკანტებს, საგრანტო კონკურსში მონაწილეებს და სამაგისტრო პროგრამის კანდიდატებს უკვე შეუძლიათ საგამოცდომ ბილეთების ამობეჭდვა ვებგვერდიდან naec.ge.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გრაფიკი:
6-11 ივლისი (პირველი სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა
6 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა
12 ივლისი (პირველი და მეორე სესიები) – ისტორია
13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია
14 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა
15 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა
16 ივლისი (პირველი სესია) – ბიოლოგია
17 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური
17 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა
18 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
18 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური
19 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული
19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური
20 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები
21 ივლისი (პირველი სესია) – ზოგადი უნარები
21 ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა
22 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა
22 ივლისი (პირველი სესია) – ვიზუალური და გამოყენებითი ხელოვნება
23 ივლისი (პირველი სესია) – გეოგრაფია
24 ივლისი (პირველი სესია) – ქიმია
25 ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება.
საგამოცდო ცენტრში შესვლამდე ყველა აბიტურიენტი გაივლის თერმულ სკრინინგს.