ძველებურ ოდას ახალქალაქის თითქმის ყველა სოფელში შეხვდებით. ზოგიერთი მათგანი შენარჩუნდა, სხვები ბოსლად აქციეს, ზოგის კი მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი, თუმცა საკუთარ ისტორიას ისინი ასეთ მდგომარეობაშიც კი გვიყვებიან.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალხოში, ძველ სასაფლაოსთან, განლაგებულია სოფლის ძველი ნაწილი, სასაფლაო და საფლავის ქვები, ტაძრის ნანგრევები და სახლი ოდასთან ერთად. საერთო ჯამში, ეს ქვის ნაგებობაა, მიწის საფარით. აქ უკვე დიდი ხანია არავინ ცხოვრობს.

oda 1

ქვის შიშველი კედლები და კოჭები, რომლებიც სახურავს იჭერენ, რათა სახლი საბოლოოდ არ დაინგრეს არის ის, რაც ერთ დროს საცხოვრებელი სახლისგან დარჩა.
როდესაც ქვედა ხის კარს აღებ, ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს აქ დრო გაჩერებულია. სახლში შემორჩენილია დაფარული ეზოს ნაწილი და თონე.

როდესაც სიბნელეს თვალი ეჩვევა, დაბნელებული ადგილი ნათდება და ამჩნევ იმას რომ, ჭერში რამდენიმე ნახვრეტია, საიდანაც შუქი შემოდის. მზის კურდღლები ცაზე მზის მოძრაობასთან ერთად ფეხებში გებლანდებიან. ზუსტად ამ ნახვრეტებიდან გადიოდა კვამლი, როდესაც პურს აცხობდნენ. მიწის იატაკზე ბალახი გაიზარდა- ბუნება მაინც თავისას იღებს.

სოფლის მაცხოვრებელმა, ვინც თან გვახლდა, გვაჩვენა, სად რა იყო მოთავსებული. აქ არის თონე, რომელიც მიწით დაიფარა, ოდესღაც ორი თონე იყო… წარმოსახვა სურათის ხატვას იწყებს, და თითქოს, გარშემო ახალად გამომცხვარი პურის სუნი დგება, ხოლო მცხოვრებლების ჩრდილები ქუჩაში გადიან, წითელლოყება ბავშვები კი ცეცხლის გარშემო თამაშობენ და ლავაშისა და ყველის “ბრთუჯს” ჭამენ. წამიერად ყველა ჩრდილი ქრება.

შორეულ კუთხეში სალოცავია, რომელიც სანთლის წვეთებისგან სულ ჩაშავებულია. სოფლის მოსახლეობა სანთლებს აქ დღემდე ანთებს.

«ბავშვობა აქ გავატარე. მახსოვს, აქ წმინდა წიგნი, ბიბლია, იყო. ნათესავმა წაიღო ის წიგნი და გაქრა»,- ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

«ეს ჩემი ბაბუას სახლია, დედის მხრიდან. მას ვარეტ პეტროსიანი ერქვა. უფრო სწორად, მის მამას. ბაბუაჩემი 1907 წლეს დაიბადა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, 113 წლის იქნებოდა. ოდა კი უფრო ძველია. ბაბუა კრასნოდარში გარდაიცვალა, ჩვენ დავბრუნდით, მან კი არ მოინდომა. ახლა ამ ოდას კარტოფილის შესანახად ვიყენებთ, მაგრამ ამ ბოლოს სახლის ნაწილი, სადაც ის მდებარეობს, დაინგრა. ეს ფანჯარაა- ხვრელი, მისი საშუალებით ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ხოლმე. ადრე ეზოში ხარები იდგნენ და ოთხთვალაც იყო, აყვავებული სახლი იყო»,- ყვება ერთ-ერთი მცხოვრები.

Ojax

გვერდზე სახლის დანგრეული ნაწილია, ღია ცის ქვეშ კერა მდებარეობს. ზუსტად აქ იყო ოდა- ტრადიციული, ძველი ოთახი, სადაც იძინებდნენ, ტრაპეზობდნენ და სტუმრებს ღებულობდნენ.

peizaj

ახალქალაქის სოფლებში ზოგჯერ ვერ იაზრებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძველი ოთახების შენარჩუნება. ოდას შენარჩუნებით, ჩვენ ვინახავთ ისტორიას, ხსოვნას. თუმცა, თანამედროვეობისა და მოხერხებულობის ძებნაში ეს ისტორია თანდათანობით ქრება.