ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ტრადიციული ოდა – ძველებური სახლი, რომელსაც მფლობელები მზრუნველობით ეკიდებიან. ისინი იქ აღარ ცხოვრობენ, მაგრამ ტურისტები დიდ ინტერესს იჩენენ.

სოფელი გოგაშენი – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი სოფელია. ის ზღვის დონიდან 1740 მ სიმაღლეზე მდებარეობს, ვარძიასთან ახლოს, ქალაქ ახალქალაქიდან 30 კმ-ში. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით სოფელში 272 ადამიანი ცხოვრობს.

სოფელ გოგაშენში არსებული ყველაზე ძველი ოდა 100 წლისაა. მას დღემდე, ნათენაძეების ოჯახი უვლის.

2

როგორც მფლობელები ყვებიან, ისინი იქ არ ცხოვრობენ, მაგრამ ოდას ინახავენ, როგორც ისტორიულ ძეგლს. თუმცა მათი თქმით, იქამდე, სანამ ოდას მშენებლობას დაიწყებდნენ, მათი წინაპრები სხვა ძველებურ სახლებში ცხოვრობდნენ, რომელიც ვარძიის გამოქვაბული კომპლექსის მშნებლობის დროს არის აშენებული. ახლა ეს ძველებური ადგილი სარდაფის ფუნქციას ასრულებს.

ოდა თავისთავად საინეტერესოა, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებსაც ასეთ ადგილებში სიარული უყვართ.

“ხშირად ჩამოდიან ტურისტები. ყველაფერს ფოტოებს უღებენ, ყველა დეტალს აფიქსირებენ”, – ამბობს ოდას მფლობელი ნელი ზედგინიძე.

1

გიორგი ნათენაძე, ძველი ქოხის მფლობელი, ყვება, რომ ეს ოდა მისმა ბაბუამ ააშენა და თითქმის 100 წლის არის.

“როგორც ბაბუაჩემი ყვება, ოდას აშენება 1911 წელს დაიწყო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის გამო, მშენებლობა 1920 წლამდე გაგრძელდა”, – ყვება გიორგი.

მფლობელის მტკიცებით, სამშენებლო მასალა იმ დროს ხარების დახმარებით ბაკურიანიდან ჩამოჰქონდათ.

3

ოდას მფლობელი ნელი ზედგინიძე აღნიშნავს, რომ ხის ფარდულებს თავის დროზე საწოლებად იყენებდნენ, ოჯახის ყველა წევრი ერთ “საწოლზე” წვებოდა. ოთახს ჭერის ერთადერთი ნახვრეტი ანათებს, რომელიც საინტერესო ისტორიულ ატმოსფეროს ქმნის.

როგორც გიორგი ნათენაძე ყვება, 1970-იან წლებამდე ისინი ოდაში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი თანამედროვე სახლებში გადავიდნენ.

“მე ახლაც ვარჩევდი ოდაში ცხოვრებას, როცა გძინავს, აქ მარტივია სუნთქვა”, – აღიარებს ბაბუა გიორგი.

1

დღესდღეობით სოფელ გოგაშენში ადგილობრივები ოდაში არ ცხოვრობენ, ყველა მცხოვრები თანამედროვედ მოწყობილ სახლებში გადადის. ოდა, ძირითადად, საცხოვრებელი სახლიდან ნახევრად დანგრეულ ადგილად, ან ბოსლად გადაიქცა, სადაც შინაურ ცხოველებს ინახავენ. ზოგი ოდას სამზარეულოდ იყენებს.

1

1

სოფლის მოსახლეობა ოდების მფლობელებს მოუწოდებს, ძველი ოდა არ გაარემონტონ და პირვანდელი მდგომარეობა არ შეუცვალონ.