საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 917 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 776-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2744 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 258.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.