საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 914 შემთხვევაა დადასტურებული.

ამასთან, არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, რომელიც 768-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2744 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 258.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.