სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
20 ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსული ინფექცია უკვე 19 708 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში სომხეთში „კოვიდ-19“-ს 13 ადამიანი ემსხვერპლა, მსხვერპლის საერთო რიცხვი კი 332-ს აღწევს. სომხეთში ამ დროისთვის 10 409 ადამიანი მკურნალობს, 8 854 ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.
ბოლო ერთ დღეში, სომხეთში კორონავირუსული ინფექციის მატარებელი 3 ადამიანი სხვა დაავადებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რიცხვი ქვეყანაში 113-ს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ახალ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების რაოდენობა 93786 შეადგენს.