7-დან 16 ივნისამდე «ერთი პირბადე-ერთი სიცოცხლე» სლოგანით შეგროვილმა სახსრებმა 4740 ლარი შეადგინა. თანხით 6000 სამფენიანი სამედიცინო პირბადე იყიდეს. კიდევ 3 სასუნთქი აპარატი ბელგიაში სომეხი დეასპორის მხარდაჭერით შეიძინეს, – ამის შესახებ  სააგენტო aliq.ge -ი იტყობინება.

1000 პირბადე საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის «საქართველოში სომეხთა კავშირის» დახმარებით შეიძინეს. შეგროვილ დახმარებას სომხეთში 19 ივნისს გაგზავნიან. ქართულ-სომხურ საზღვრამდე ტრასპორტირების საკითხებით საქართველოში სომხეთის საელჩო დაკავდება, ხოლო სომხურ მხარეს, დახმარებას სრულიად სომხეთის ფონდი «აიასტანი» მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სომხეთის მხარდაჭერის სურვილი არა მხოლოდ სომხებმა, არამედ ქართველებმაც გამოთქვეს.

სააგენტო Aliq -თან საუბრისას, ჟურნალისტმა გაიანე ბოსტანჯიანმა თქვა:

«იდეა პაველ ოგანეზოვს ეკუთვნის, მეც შევუერთდი იდეას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც შემოწირულობა შეიტანა, მათი გულშემატკივრობისათვის, რადგან ამჟამად ძირითადი ქმედება არა მხოლოდ სამშობლოსადმი სიყვარულია, არამედ ჰუმანურობაც. 1-დან 500 ლარამდე შემოწირულობა გვქონია, და ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ეპიდემია ჯერ არ გადაულახავს. ეს დახმარება ფასდაუდებელია».

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში მცხოვრები სომხების ძალისხმევით ხელოვნური სუნთქვის 50 აპარატი შეიძინეს და სომხეთში გაგზავნეს. კიდევ 3000 პირბადე თბილისის ერთ-ერთი სომეხი მეწარმის დახმარებით იყო გაგზავნილი.

სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს სომხებს აღნიშნული ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა.

«მადლობას ვუხდით საქართველოში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. რასაკვირველია, ჩვენი პაციენტები ამის წყალობით სუნთქავენ, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით», – წერს  Facebook-ის საკუთარ გვერდზე მინისტრი არსენ თოროსიანი.