ძლიერმა თოვლმა, რომელიც გუშინ დაიწყო და მთელი ღამე გაგრძელდა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სასოფლო გზა რთულად გასავლელი ან გაუვალი გახადა. თუმცა, 2024 წელს მუნიციპალიტეტის სასოფლო გზების თოვლისგან გაწმენდის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის “ჯავახავტო გზის” დასუფთავების ტექნიკა ადგილზე მუშაობს. გზის დასუფთავების წლევანდელი ტენდერი პროცესშია.

გუშინ, 19 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ძლიერი თოვლი მოვიდა, რომელიც მთელი ღამე გაგრძელდა და სოფლის ყველა გზა რთულად მისასვლელი გახადა, ზოგან გაუვალიც კი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სასოფლო გზების გაწმენდაზე პასუხისმგებელი კომპანია „ჯავახ ავტოგზა“ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სოფელში და დილიდან აგრძელებს დასუფთავებას.

„სოფლებში გრეიდერები მუშაობენ, სანამ ძლიერი ქარი არ არის, ვცდილობთ დროულად გავწმინდოთ გზები. გავწმინდეთ კარწახში მიმავალი გზა, სოფელ გოდოლარის მიმართულებით, უკვე ვიწყებთ გაწმენდას სოფლების აფნიასა და გოგაშენის მიმართულებით, ვასუფთავებთ დილისკის გზას ჩუნჩხა-პტენას მიმართულებით“, – გვიპასუხეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიიდან.

მერიაში გზების გაწმენდის მოთხოვნით ზარები აბულის, დადეშის, კოკიოს, ალასტანის მიმართულებით, მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლიდან შევიდა. ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაციით, გზების თოვლისგან გაწმენდისთვის სხვადასხვა მიმართულებით სულ 5 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ სოფლის გზების თოვლისგან გაწმენდის ტენდერი კომპანია „ჯავახის ავტო გზამ“ შარშან მოიგო და ამჟამად მუნიციპალიტეტში ამ სამუშაოებით არის დაკავებული. სოფელ ახალქალაქის თოვლის გასაწმენდად მუნიციპალიტეტმა 2025-2026-2027 წლების ტენდერი 6 თებერვალს გამოაცხადა, ხოლო განაცხადების მიღების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც 27 თებერვალს დასრულდება.