1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს ხსნის იმ ქვეყნის ტურისტებისთვის, რომლებიც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით უსაფრთხოდ ითვლებიან, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ამ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნიდან გამომდინარე და ა.შ. ასევე უქმდება ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში შეუფერხებლად ჩამოსვლას.

Jnews-ის შეკითხევაზე თუ, კონკრეტულად რომელი ქვეყნებიდან შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას ტურისტები, შეძლებენ თუ არა სომხეთის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას და საჭირო იქნება თუ არა ამისათვის COVID პასპორტი, მთავრობის ცხელი ხაზიდან გვიპასუხეს: «აუცილებლად შეფასდება ამა თუ იმ ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა. რასაკვირველია, უსაფრთხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას შეძლებენ. თუმცა, საჭირო იქნება თუ არა COVID პასპორტი, ჯერჯერობით უცნობია».

გუშინ «საქართველოს აეროპორტების გაერთიანების» დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა, რომ 1 ივლისიდან უქმდება დადგენილება, რომლის თანახმადაც საქართველოში ჩამოსული ყველა პირი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი გაიაროს.

მთავრობის ცხელი ხაზიდან Jnews-ს განემარტა, რომ «1 ივლისიდან საქართველო საერთაშორისო ავიაშეტყობინებებს განაახლებს, რასაკვირველია, ჩამოვლენ ტურისტები, შესაძლებელია, რომ სავალდებულო კარანტინიც გაუქმდეს. თუმცა, კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის».

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველო ვარაუდობდა, რომ იზრაელი იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებდა. თუმცა, იზრაელიდან ტურისტების საქართველოში ჩამოსვლის შეთანხმება გადაიდო. შეთანხმება მეორე მხარესთან უკვე მიღწეულია, მაგრამ იზრაელში კორონავირუსით დაავადების შემთხვევების გამოვლენის დიდი რაოდენობის გამო გეგმები დაირღვა.

1 ივლისიდან, ევროპული კომისიის რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში შესვლას შეძლებენ.