თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი პროტესტის ფორმას ცვლის და აგრძელებენ თსუ-ს პირველ კორპუსში დარჩენას. ისინი აცხადებენ, რომ დარჩებიან მანამ, სანამ საჭირო იქნება და ასევე მოუწოდებენ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შეუერთდნენ პროტესტის ამ ფორმას. სტუდენტები ასევე მოუწოდებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და რექტორს, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

tsu 1
ზოგიერთი სტუდენტი ღამეს ათენებს უნივერსიტეტში. ისინი ასევე აგროვებენ წიგნებს იმ პატიმრებისთვის, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო თავისუფლებას არიან მოკლებულნი.

tsu 5
„ჩვენი თანაკურსელები გისოსებს მიღმა არიან. ამ დროს სემინარებზე და ლექციებზე ფიქრი სრულიად მიუღებელია. მეტიც, ეს მიღებული ცოდნაც უშედეგო იქნება, რადგან ქართული დიპლომი კარგავს აღიარებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ჩვენ ვრჩებით იზოლირებულები. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ ჩვენი მეგობრები არ გათავისუფლდებიან.

ჩვენ აქ ერთი მიზეზით შევიკრიბეთ- ვცვლით რუსეთის რეჟიმთან ბრძოლის ტაქტიკას. თუ აქამდე ქუჩაში ვიდექით და იქიდან ვიღებდით ხმას, ახლა საგანმანათლებლო ცენტრში, უნივერსიტეტში ვართ და იქამდე დავრჩებით, სანამ საჭირო იქნება“, – აცხადებენ სტუდენტები ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

tsu 4

tsu 2

ასევე აღვნიშნოთ, რომ პერიოდულად შეტაკებები ხდება სტუდენტებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის.