21 იანვარს, თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში, ფესვებით საქართველოდან წარმოშობით სომეხი ცნობილი ფრანგი შანსონის, კომპოზიტორისა და მსახიობის, შარლ აზნაურის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტის სოლისტი იყო მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი და მუსიკალური პროდიუსერი არფი ალტო (არფინე ტერ-პეტროსიანი). კონცერტი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
შარლ აზნავურის დაბადებიდან 100 წლისთავი შეტანილია UNESCO-ს 2024-2025 წლების მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა თუ გამოჩენილი ფიგურების სიაში, UNESCO-ს ფრანკოფონიის ელჩების 80-ზე მეტი წევრის ჯგუფის მხარდაჭერით.
ღონისძიების მიზანი იყო არა მხოლოდ აზნაურის ხსოვნის გაცოცხლება, არამედ სომეხი და ქართველი ხალხების კულტურული კავშირების განმტკიცება. ამ მოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს სომეხთა თემისთვის და ადგილობრივი საზოგადოებისთვის, რადგან აზნაურიც წარმოშობით საქართველოდანაა.
კონცერტის დროს აზნაურის ყველაზე ცნობილი სიმღერები შესრულდა, დამსწრეებმა მისი უნიკალური ხმა და ემოციური გამოსახულებები გაიხსენეს. არფი ალტოს მიერ შესრულებულმა სიმღერებმა ღონისძიებას განუმეორებელი ხიბლი შესძინა, შექმნა თბილი და დაუვიწყარი ატმოსფერო.
მაყურებელმა დიდი ენთუზიაზმით მიიღო კონცერტი, ხოლო ფინალში ხმაურიანი აპლოდისმენტები მოჰყვა სიმღერას „მოდი, ჩემო ბულბულო“, რომელმაც დამსწრეები ააჩუყა.
კონცერტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა შარლ აზნაურის, როგორც ინდივიდის, უნივერსალური ღირებულება.