საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან Jnews-ს აცნობეს, რომ 17 იანვარს საღამოს ნინოწმინდის რაიონის სოფელ დიდ გონდურაში მომხდარ სასიკვდილო ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
როგორც Jnews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) – ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე თანამდებობების დაკავების ან სამ წლამდე ვადით საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.
შეგახსენებთ, გუშინ, 17 იანვარს, ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში ორი ახალგაზრდა მამაკაცის უსიცოცხლო ცხედარი გადაიყვანეს, ორივე დაახლოებით 30 წლის. გარდაცვლილები ნინოწმინდის რაიონის სოფელ დიდი გონდურას მკვიდრნი არიან.