დღეს, 15 ივნისს, შუადღის შემდეგ, ახალქალაქის ცენტრში, ბაზრის მახლობლად, მასობრივი ჩხუბი მოხდა, გაისმა სროლის ხმა. ჩხუბის შემდეგ ერთი ადამიანი ფეხის მოტეხილობით საავამდყოფოში გადაიყვანეს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილების დაკავება ჯერჯერობით არ მოხდა.
ახალქალაქში, ნალბანდიანის ქუჩაზე მასობრივი ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით აღიძრა, რაც «ხულიგნობას» გულისხმობს. ჩხუბის დროს იყო სროლის ხმა, თუმცა თვითმხილველთა თქმით, მოჩხუბართა დამშვიდების მიზნით, პოლიციის თანამშრომელმა ჰაერში ისროლა.
თვითმხილველთა თქმით, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ორმა ახალგაზრდა ადამიანმა ავტომანქანებით ერთმანეთს გზა არ დაუთმო, ამის შედეგად მათ შორის კამათი დაიწყო. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში, შემდეგ კი მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.
როგორც შსს-ს პრეს-სამსახურიდან შეგვატყობინეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს.