თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით დაფიქსირებული 15 ახალი შემთხვევიდან, 2 პაციენტი მედიცინის მუშაკია, 10 საკარანტინე სივრციდან არის გადმოყვანილი, 1 ინფიცირებული “საბურთალოს კლასტერთან” არის დაკავშირებული, ხოლო რაც შეეხება 2 პაციენტის წყაროს, ის ჯერჯერობით დაუდგენელია.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში 4 ახალი პაციენტია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც საშუალო სიმძიმის.
„ჩვენთან 40 პაციენტი მკურნალობს. გუშინ 4 ახალი ინფიცირებული მოვიდა. ახალი პაციენტების მდგომარეობა დინამიკაში საშუალო სიმძიმისაა. ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, თუმცა გაუმჯობესება შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ იმის მტკიცება, რომ მისი ვირუსი არ პროგრესირებს ამ ეტაპზე შეუძლებელია, ამიტომაც ის კვლავ მძიმე შემთხვევების სიაში რჩება. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა განიხილება, როგორც საშუალო და მსუბუქი.