ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky Newsი ავრცელებს.

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 72 მგზავრი იმყოფებოდა ქალაქ აქთაუს აეროპორტთან ჩამოვარდა.

წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფას ექვსი ადამიანი გადაურჩა.

თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტის შეცვლა მოუწია.

ყაზახური მედიის ცნობით, ბორტზე იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, რუსეთის 16 მოქალაქე, ასევე ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე.