ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებები დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე ფიზიკური პირისთვის 20-ლარიანი ჯარიმის დაწესვის თაობაზე დამტკიცდა დღეს. დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში ადამიანებს შეიძლება ჯარიმა დაეწესოს.
დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის იურიდიული პირისათვის, რომელიც შეიძლება იყოს ფართის მფლობელი ან ინდივიდუალური მეწარმე, ჯარიმა 500 ლარის ოდენობით დადგინდა.
პანდემიის პირობებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული წესის დარღვევისათვის მგზავრს და თუნდაც მძღოლს 20 ლარის ჯარიმა დაეკისრება.