ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორი, ოჯახთან ერთად, საქართველოში დაწყებულ სომხეთის მხარდაჭერის ინიციატივას შეუერთდა და მოუწოდა თანამშრომლებს შეძლებისდაგვარად შეუერთდნენ ინიციატივას․
დღეს, 12 ივნისს ახალქალაქის სერვისცენტრში ხელმძღვანელობასთან თანამშრომლების რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს ცენტრის დირექტორმა არმენ ბიჩარჩიანმა თანამშრომლებს ხელფასიდან თანხის შემოწირულობაზე მოუწოდა, იმდენი რამდენსაც თავად ჩათვლიდნენ საჭიროდ.
სერვისცენტრის დირექტორმა ერთი სასუნთქი აპარატის ყიდვის თანხა შეწირა. არმენ ბიჩახჩიანის თქმით, როდესაც შეიტყო კორონავირუსთან ბრძოლაში სომხეთის მხარდაჭერის ინიციატივის შესახებ, რომელიც თბილისში მცხოვრებმა სომხებმა დაიწყეს და ქართველი მეწარმეები და საზოგადო მოღვაწეები შეუერთდნენ, მონაწილეობის მიღება მანაც გადაწყვიტა. შემდეგ მან გადაწყვიტა თანამშრომლებისათვის ეთქვა, რათა სურვილის შემთხვევაში ისინიც ჩართულიყვნენ.
როგორც არმენ ბიჩახჩიანმა თანამშრომლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რასაც ის ეპიდემიის გამარჯვებაში სომხეთის მხარდასაჭერად აკეთებს ჩვენ სახელმწიფოსთან შედარებით მცირედია.
“ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ სომხეთში მედპერსონალს გააგზავნიდა, ექიმები სხვების სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს წირავენ”,- ამბობს არმენ ბიჩახჩიანი.
მისი თქმით, სომხეთი და საქართველო დიდი ხნის მეგობრები აროან, ეს ორი სახელმწიფო რთულ მომენტებში ერთმანეთს მუდამ ეხმარებოდა.
“მონაწილეობის მიღებას არავის ვავალდებულებ, ყველა შევკრიბე, რომ შემოგთავაზოთ მონაწილეობის მიღება, სომხეთის დახმარების ინიციატივას შეუერთდეთ და დადოთ ის თანხა, რასაც საჭიროდ ჩათვლით”,-თქვა ბიჩახჩიანმა შეხვედრის დროს.
სერვისცენტრის თანამშრომლებმა შეთავაზება აღტაცებით მიიღეს და დათანხმდნენ სომხეთს დახმარებოდნენ.
მას შემდეგ, რაც ყველა თანამშრომელი მიიღებს ანაზღაურებას სახსრებს დადებენ, რათა სასუნთქი აპარატების ყიდვისათვის გააგზავნონ, რომლებსაც სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ გააგზავნიან.
7 ივნისს კომპანია «Aliq Media»-ს დირექტორის პაველ ოგანეზოვის შუამავლობით, თბილისში მცხოვრებმა უცხოელმა მეწარმემ სომხეთს ჟანგბადის 10 კონცენტრატი აჩუქა.
ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან კომპანიამ მიიღო პასუხი, რომ სუნთქვის აპარატები სჭირდებათ და სამინისტრო მზად არის ისინი შეისყიდოს. ასევე დაინტერესდნენ, შესაძლებელია თუ არა, კიდევ რამდენიმე სუნთქვის აპარატის შეძენა.
ამასობაში, თბილისში მცხოვრებმა სომხებმა და არა მხოლოდ მათ, ასევე მეწარმეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, კორონავირუსთან ბრძოლაში სომხეთის დახმარების სურვილი გამოთქვეს.
ქართველი ბიზნესმენების სწრაფი რეაქციის შედეგად, რომლებიც სომხეთის მდგომარეობით არიან შეწუხებულნი, რამდენიმე საათში ხელოვნური სუნთქვის დამატებით 17 აპარატი შეიძინეს და რამდენიმე საათის შემდეგ ისინი, მანამდე შეძენილ 10 აპარატთან ერთად, სომხურ-ქართულ საზღვარზე იდგა. საზღვრამდე მათი ტრანსპორტირების ორგანიზება საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ ითავა.
10 ივნის საქართველოში დაწყებულ სომხეთის დახმარების ინიციატივას ჯავახეთიც შეუერთდა. ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ჯგუფმა- jnews.ge-მ, საკუთარი სახსრებითა და ორგანიზაციის ზოგიერთი დანაზოგით, ხელი შეუწყო ერთი აპარატის შეძენას, კიდევ ერთი აპარატი ახალქალაქიდან მაღაზია «ვლადმა» დააფინანსა. სომხეთის დახმარების ინიციატივა ჯავახეთში გრძელდება, მას სურვილისამებრ ყველა შეიძლება შეუერთდეს.
აპარატები სრულიად სომხეთის ფონდ «აიასტანს» ეგზავნება, საიდანაც ინფექციურ საავადმყოფოებში ნაწილდება.
ამჟამად თბილისში, ერთმანეთის პარალელურად, სომხეთის დახმარების რამდენიმე ინიციატივაზე მუშაობენ. რამდენიმე დღის წინ დაიწყო საქველმოქმედო კამპანია სლოგანით “ერთი პირბადე- ერთი სიცოცხლე”.
GE03BG0000000345892183 ანგარიშზე (მიმღები: არშაკ ბადალიანი) ხალხი სომხეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის პირბადეების შესაძენად თანხას რიცხავს. ეს ასევე იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც უფრო მეტად აქვთ ამის საჭიროება, ან ვისაც სამსახურიდან გამომდინარე ხშირად უწევს ტრანსპორტით გადაადგილება, ან იმყოფება საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეებში.
ინიციატივა «საქართველო- სომხეთის მეგობარი» გრძელდება, სომხეთს ესაჭიროება სასუნთქი აპარატები, საწოლები, პირბადეები და მკურნალობის და დაცვის სხვა საშუალებები.