მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 7 595 646 შემთხვევაა დადასტურებული, დაიღუპა 423 811 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 841 331, – შესაბამის მონაცემებს worldometers -ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, ინციფირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით ლიდერობს აშშ, სადაც covid-19-ის დადასტურებულმა შემთხვევამ 2 მილიონს გადააჭარბა, ამათგან 116 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 816 086 პაციენტი.
მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც 805 649 ინფიცირებული და 41 058 გარდაცვლილია, ამ მომენტისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 396 692 პაციენტი.
ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ მესამე ადგილზეა რუსეთი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 500 000-ს გადააჭარბა, ამათგან გაიღუპა 6 532, გამოჯანმრთელდა 262 150 ადამიანი.
ინფიცირების შემთხვევების მიხედვით დიდმა ბრიტანეთმა ინდოეთს გადაუსწრო, სადაც პანდემიის დაწყების დღიდან დღემდე დაავადდა 298 283 ადამიანი, მათგან 8 501 დაიღუპა, ხოლო 146 972 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
Covid-19 -ით ინფიცირებულთა რაოდენობით მეხუთე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, სადაც ინფიცირებულია 291 409 ადამიანი, დაიღუპა 41 279.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.