თსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას ითხოვენ. პროტესტის ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც აქციების დროს უნივერსიტეტის ეზოში სპეცნაზის ძალები იქნა მობილიზებული. მედიის მიერ ციკლირებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ შედის სპეცნაზმი თსუ-ს პირველ და მეორე კორპუსებში. აღნიშნულთან დაკავშირებით სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორისგან ჯაბა სამუშიასგან განმარტებებს ითხოვენ.
სტუდენტური პროტესტი გრძელდება. ახალგაზრდები უკვე მეორე ღამეა თსუ-ს პირველ კორპუსში ატარებენ. არჩევნების დროს ხმების მოპარვის გარდა, სტუდენტები ახლა რექტორის დუმილის საწინააღმდეგოდ აპროტესტებენ.
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ. სტუდენტები ეჭვობენ, რომ ზუსტად სამუშიამ მისცა ნება სპეცნაზი უნივერსიტეტში შესულიყო. სტუდენტებს ჯაბა სამუშიას გადადგომის მიზნით წერილის გაგზავნას აპირებენ.
Jnews-ი ასევე ჯავახეთიდან ერთ-ერთ სტუდენტს ესაუბრა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს პროტესტში და თვლის, რომ აღნიშნული მისი ღირებულებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ჩვენთან საუბრისას სტუდენტმა (რომელმაც ანონიმურობა ისურვა) აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის რექტორის გადადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად მისი ნებართვით იქცა სასწავლო დაწესებულება სპეცოპერაციის ტერიტორიად.
„ჩემი აზრით, უნივერსიტეტი ვალდებულია სტუდენტების უფლებები დაიცვას, და აღნიშნულ შემთხვევაში ისინი არა მხოლოდ დაცული არ იყო, არამედ უხეშად დარღვეული იყო. სამწუხაროდ, სომეხი სტუდენტების აღნიშნულ პროტესტში მონაწილეობა უმნიშვნელოა, რაც ძალიან ცუდია, რადგან ჩვენ, როგორც საქართველოს თანაბარუფლებიანი მოქალაქეები, არა მხოლოდ უნდა, არამედ ვალდებული ვართ გავიდეთ ქუჩაში და ჩვენი ქვეყნის კეთილმოწყობილი მომავლისთვის ვიბრძოლოთ“,- ასკვნის ის.
ამ თემაზე უნივერსიტეტისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები გამოვიდნენ.
„თსუ-ს ტერიტორიის გამოყენება მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დაშლის მიზნით სპეცნაზისთვის პლადარმის სახით გამოყენება აკადემიური სოციალური პასუხისმგებლობის ყველა სტანდარტი ირღვევა“,- წერს თსუ-ს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.
„მთავარია თსუ-ს რექტორის შეცვლა. საქართვერლოსა და თსუ-ს თანაარსებობა სიმბოლურად ურთიერთდამოკიდებულია. საერთოეროვნული მოძრაობა თსუ-დან დაიწყო, ახალი ეროვნული მოძრაობაც თსუ-დან დაიწყო. ჩვენ აქ იქამდე დავრჩებით, სანამ ჯაბა სამუშია არ გადადგება“,- განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა ზვიად ცეცხლაძემ.
სალომე დუნდუამ, თსუ-ს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შემდეგი დაწერა:
«თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო, არის და უნდა დარჩეს ცოდნის, განათლების, კვლევითი გამოცდილების და ეროვნული ღირებულებების გადამცემი ინსტიტუტი. მომხდარი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უნივერსიტეტის მისიას და ღირებულებებს და ლახავს მის რეპუტაციას. არ შეიძლება უნივერსიტეტის ტერიტორიის გამოყენება პოლიციის მიზნების შესასრულებლად (თუ რა თქმა უნდა სამქე ტერიტორიული საქმიანობის აღკვეთას არ ეხება).
მით უფრო, როდესაც უნივერსიტეტისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი 19 ნოემბერს დაგეგმილი საპოლიციო ღონისძიების შესახებ. უნივერსიტეტში პოლიციის ადგილი არაა“.
ამასთან, ერთობლივი განცხადება გააკეთეს უნივერსიტეტის ლექტორებმაც.
„ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორები, ლექტორები და დოქტორანტები, მკაცრად ვგმობთ 19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიის ბოროტად გამოყენებას, მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას გადამეტებული ძალის გამოყენებით და პრინციპების უხეში დარღვევით. უნივერსიტეტი, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის, დღეს მისი მთავარი მისიის საწინააღმდეგოდ მოიქცა, დახურა კარი და ძალოსნებს მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეების მიმართ თავდასხმის საშუალება მისცა, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების.
ეს ქმედება შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, როგორც თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოს, არღვევს აკადემიურ დამოუკიდებლობას და ეწინააღმდეგება მის ისტორიულ მისიას. საგანმანათლებლო სივრცეები, განსაკუთრებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, უნდა იყოს ადგილი, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად პირადი შეხედულებისა. ეს პრინციპი, რომელიც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობის საფუძველია, დღეს უხეშად დაირღვა.
ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ადმინისტრაცია, რომელიც სტუდენტების უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას უკეთებს იგნორირებას, აკადემიური საზოგადოების მხრიდან გადამწყვეტ პროტესტს მიიღებს. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ პასუხისმგებლობა ამ აქტზე აკადემიურ საბჭოს და უნივერსიტეტის რექტორს ეკისრება, რომელიც დღემდე დუმს და განცხადება არ გაუკეთებია. ჩვენ ვიზიარებთ ახალგაზრდა თაობის მტკიცე ნებას, დავიცვათ საქართველოს ევროპული კურსი და ქვეყნის დემოკრატიული მომავალი.
ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ სტუდენტების ბრძოლა, ეს არის ჩვენი საზოგადოების ერთობლივი ბრძოლა, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფალ განვითარებას.
ჩვენი ვალია დავდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის. უნივერსიტეტი ვერ გახდება დახურული სივრცე ან ძალადობის თანამონაწილე, ის უნდა დარჩეს თავისუფლების, კრიტიკული აზროვნების და პროგრესის მთავარ ცენტრად“, – ნათქვამია უნივერსიტეტის თანამშრომლების განცხადებაში.
საჩივრების მიუხედავად, თსუ-ს რექტორს ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შტაბი ჰქონდა გაკეთებული და უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ 18-19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში, განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი, არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი. განვმარტავთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც ეზოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო და პანთეონი არ არის დახურული სივრცე და იქ შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის, აქციის მონაწილეებისთვისაც, რომლებიც უნივერსიტეტის ეზოთი აქციების პერიოდში თავისუფლად სარგებლობენ“.