ახალქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე არის საკანალიზაციო ლუქები, რომლებიც საბურავებით ან ყუთებით არის მოფარული, ან სადაც «ჩარგულია ხე».

დემირჩიანის ქუჩაზე ჭის ორმოა, რომელიც თითქმის სამი წელია ნახევრად ღია რჩება. მოსახლეობამ მასში ხე ჩარგო და ქვებით შემოღობა, რათა მანქანები შიგნით არ ჩავარდნენ.

«დაახლოებით სამი წელია ქუჩა ასეთ მდგომარეობაშია, ლუქი ნახევრად ღიაა. ჩვენ ორმო ქვებით შემოვღობეთ, რათა მანქანები არ ჩავარდნენ»,- ამბობს დემირჩიანის ქუჩის მცხოვრები არმენ მანველიანი.

lyuk u tsar

ქალაქის ქუჩებში სეირნობისას თქვენ ბევრი ბარიკადირებული ლუქი შეგხვდებათ, მაგალითად, დარბინიანის ქუჩის ცენტრშივე ლუქზე საბურავია დადებული.

lyuk 3

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის სერვისცენტრის მენეჯერის არტაკ თარლამაზიანის თქმით, ეს ლუქები არ არის ღია.

«ეს საკანალიზაციო ლუქები არ არის ღია, უბრალოდ მოსახლეობამ, ვისი საკანალიზაციო მილებიც ამ ტერიტორიაზე გადის, საბურავები ზედ დააწყეს, რათა მანქანებმა არ გაიარონ. ჩვენთვის რთული არ არის ამ საბურავების მოშორება, უბრალოდ როგორც კი ავიღებთ, მომდევნო დღეს კვლავ დაალაგებენ»,- ამბობს არტაკ თარლამაზიანი.

თბილისის ქუჩაზეც არის საკანალიზაციო ლუქები საბურავებით, როდესაც Jnews-ის კორესპონდენტები იქ იმყოფებოდნენ, მოსახლეობამ მათ აცნობა, რომ ლუქები უკვე დიდი ხანია ამ მდგომარეობაშია, მათ საბურავები იმისათვის დადეს, რომ მანქანები ორმოში არ ჩავარდნენ.

ditahor

ditahwr 2

ditahwr

lyuk 2

რასაკვირველია მთელ ქალაქში რომ გაგვესეირნა, ფოტოების ნაკადი უწყვეტი იქნებოდა.