საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით სომხეთში COVID-19-ის საწინააღმდეგოდ ბრძოლაში დასახმარებლად საქართველოდან ექიმთა ჯგუფი გაემგზავრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება COVID-19-ის მიერ გამოწვეულ კრიზისს მარტო. მისი თქმით, საქართველო მეზობელ სომხეთის დასახმარებლად საკითხს იხილავს და ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დაევალა, მოამზადოს ის დახმარება.
“ჩვენ ერთმანეთს დახმარებას უნდა ვუწევდეთ. როგორც ყველამ ვიცით, ამ ბოლო პერიოდში, მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. პირადად მე სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს, ისევე როგორც ჯანდაცვის, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან სომხეთში. ჩვენ უკვე დავადგინეთ თუ რა სახის დახმარება ესაჭიროება ჩვენს მეზობლებს. ეს ურთიერთ თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დაევალა, მოამზადოს ის დახმარება, რომლის გაწევაც შეუძლია ჩვენს ქვეყანას სომხეთისათვის. სავარაუდოდ, უპირველეს ყოვლისა ეს იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება”.-განაცხადა გახარიამ.
მეზობელ სომხეთში ურთულესი ვითარებაა. დღეის მონაცემებით დაფიქსირებულია კორონავირუსით იმფიცირების 14 103 შემთხვევა, გარდაიცვალა 227 ადამიანი.