ენერგოგამანაწილებელი კომპანია “ენერგო პრო გორგიას” ინფორმაციით, დღეს, 11 ივნისს, 13:30 -დან 16:00 საათის შუალედში, გეგმიური სამუშაოების გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფლის – დიდი და პატარა ხანჩალის, კათნატუსა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

დენის მიწოდება გაეთიშება ნინოწმინდის ზოგ ქუჩასაც: ოვსეპიანის, პუშკინის, თავისუფლების, დუმბაძის, რუსთაველის, წერეთლის, საიათ-ნოვას და მიმდებარე ქუჩებს.

ელექტრომომარაგება აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე.