საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

საიტზე არსებული მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 822 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 690-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3124 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 279.