ორი დღის წინ, კომპანია Aliq Media -ს დირექტორის პაველ ოგანეზოვის შუამავლობით, თბილისში მცხოვრებმა უცხოელმა მეწარმემ სომხეთს ჟანგბადის 10 კონცენტრატი აჩუქა.
ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან კომპანიამ მიიღო პასუხი, რომ სუნთქვის აპარატები სჭირდებათ და სამინისტრო მზად არის ისინი შეისყიდოს. ასევე დაინტერესდნენ, შესაძლებელია თუ არა, სუნთქვის კიდევ, რამდენიმე აპარატის შეძენა.
ამასობაში, თბილისში მცხოვრებმა სომხებმა და არა მხოლოდ მათ, მეწარმეებმა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა კორონავირუსთან ბრძოლაში სამშობლოს დახმარების სურვილი გამოთქვეს.
ქართველი ბიზნესმენების სწრაფი რეაქციის შედეგად, რომლებიც სომხეთის მდგომარეობით არიან შეწუხებულნი, რამდენიმე საათში ხელოვნური სუნთქვის დამატებით 17 აპარატი შეიძინეს და რამდენიმე საათის შემდეგ ისინი, მანამდე შეძენილ 10 აპარატთან ერთად სომხურ-ქართულ საზღვარზე იდგა. საზღვრამდე მათი ტრანსპორტირების ორგანიზება საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ ითავა.
სრულიად სომხეთის ფონდ “აიასტანის” პარტნიორების დახმარებით, რომლებიც სუნთქვის აპარატებს სომხეთის საზღვარზე დახვდნენ, ისინი დაუყოვნებლივ “ნორკის” ინფექციურ საავადმყოფოში გადაიტანეს. Jnews-ის ინფორმაცით, აპარატების უმეტესობა “ნორკის” ინფექციურში დარჩება, რამდენიმე აპარატი რაიონებს დაურიგდება (ამის შესახებ დამატებით გაცნობებთ).
ამჟამად თბილისში, ერთმანეთის პარალელურად სომხეთის დახმარების, რამდენიმე ინიციატივაზე მიდის მუშაობა. რამდენიმე დღის წინ დაიწყო საქველმოქმედო კამპანია სლოგანით “ერთი პირბადე- ერთი სიცოცხლე”.
ანგარიშზე GE03BG0000000345892183 (მიმღები: არშაკ ბადალიანი) ხალხი სომხეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის პირბადეების შესაძენად თანხას რიცხავს, ასევე, ადამიანებისთვის, რომლებსაც უფრო მეტად აქვთ საჭიროება, ან ვისაც სამსახურიდან გამომდინარე ხშირად უწევს ტრანსპორტით გადაადგილება, ან იმყოფებიან საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეებში.
დღეს სომხეთში, 3000 პირბადე გაიგზავნა, რომლებიც თბილისის კერძო მეწარმე ვარდან მანუჩარიანმა შეიძინა.
მალასა Aliq Media-დან