ახალქალაქის სპორტული კომპლექსის ტრენერი არტურ ელიზბარიანი AIBA-ს (კრივის საერთაშორისო ასოციაცია) მსაჯის ვარსკვლავებისთვის იბრძვის.
გერმანიაში, ქალაქ ჰერენბენგში, 24-დან 30 სექტემბრამდე კრივის მსაჯების გამოცდები გაიმართა. მათში მონაწილეობა ახალქალაქის სპორტკომპლექსის ტრენერმა არტურ ელიზბარიანმაც მიიღო.
ვარსკვლავების მიღების შემთხვევაში მოსამართლე იღებს უფლებას მსაჯობა გაუწიოს ბრძოლებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამგვარად, 1 ვარსკვლავის მქონე მსაჯს შეუძლია მსაჯობა გაუწიოს A კლასის ტურნირებს ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ მხოლოდ იუნიორებს შორის. 2 ან 3 ვარსკვლავიან ტრენერებს შეუძლიათ ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების მსაჯობა როგორც ახალგაზრდებში, ასევე მოზრდილებში.
არტურ ელიზბარიანმა უკვე ჩააბარა ყველა გამოცდა და ელოდება შედეგებს, რასაც დაახლოებით სამი კვირა დასჭირდება. მას 2 ან მეტი ვარსკვლავის მიღება სურს.
„მე 20 წელია კრივში მსაჯი ვარ. საქართველოს ფარგლებში მივაღწიე გარკვეულ წარმატებას. მაგრამ მე არ მაქვს საერთაშორისო ლიცენზია. თავიდან მსაჯს ეროვნული ლიცენზია უნდა ჰქონდეს, რომელსაც კრივის ადგილობრივი ფედერაცია გასცემს, რათა ადგილზე მსაჯობის უფლება ჰქონდეს. გასასვლელად აუცილებელია ვარსკვლავების ქონა»,- Jnews-თან საუბარში თქვა არტურ ელიზბარიანმა.
მისი თქმით, მათ აცნობეს საქართველოს კრივის ფედერაციას, რომ მსაჯების გამოცდების ჩაბარება სურდათ და სთხოვეს შეეტყობებინათ, თუკი მსგავსი რამ ჩატარდებოდა.
„ასე გავიგეთ გერმანიის შესახებ, რომ იქ ჩატარდებოდა მსაჯების გამოცდები. ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს ფედერაციას, ისინი დაუკავშირდნენ AIBA-ს და ჩვენი მონაცემები გაუგზავნეს“,- თქვა არტურ ელიზბარიანმა.
საქართველოში ამჟამად ვარსკვლავის მქონე მსაჯები არ არიან. საქართველოში სულ 14 მოსამართლეა, მხოლოდ 5 მოსამართლე იყო მიწვეული გერმანიაში გამოცდების ჩასაბარებლად, მათ შორის არტურ ელიზბარიანი.
აღვნიშნავთ, რომ არტური რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატებს კრივში მსაჯი იყო და მსაჯთა შორის პირველ ადგილს იკავებდა.