საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა, ახალქალაქში 5 პარტია აწარმოებს კამპანიას, 3 შტაბი გაიხსნა. ჯერჯერობით მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იყენებს საარჩევნო პლაკატებსა და სააგიტაციო მასალებს. ჯერჯერობით რატომ არ იგრძნობა მუნიციპალიტეტში ოპოზიციის აქტიურობა, როგორია წინასაარჩევნო მდგომარეობა ახალქალაქში, ამ და სხვა კითხვებზე ზემოაღნიშნული 5 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები გვიპასუხებენ.

2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე 24 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა, რეგისტრაციაზე უარი 14 პარტიამ მიიღო. თუმცა, რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ, პოლიტიკური მრავალფეროვნება არ არის. ახალქალაქში მხოლოდ 5 პარტია მოქმედებს, მათ შორის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“. ადგილობრივ ოპოზიციურ პარტიებს შორის არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “გახარია – საქართველოსთვის” და “ახალი”.

„ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს გააჩნია ადამიანური რესურსი, ვინაიდან პარტია „ქართულ ოცნებამდე“ იყო ხელისუფლებაში. პარტია „ლელო“ ადგილობრივად განსაკუთრებით არ შეიმჩნევა, მაგრამ ფუნქციონირება დაარსების დღიდან დაიწყო, მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ არჩევნებში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთი დეპუტატი ჰყავს. ჯავახეთის პოლიტიკურ ასპარეზზე კიდევ ერთი აქტორია საქართველოს ყოფილი პრემიერის პარტია „გახარია – საქართველოსთვის“, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უფრო აქტიურია, რადგან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატებითაა წარმოდგენილი. ჯავახეთისთვის ახალი პარტია არის “ახალი” (კოალიცია ცვლილებებისთვის), ნაციონალური მოძრაობის სეპარატისტული ნაწილიდან, მაგრამ პარტიის წარმომადგენლები ახლები არ არიან, რადგან პარტიის ადგილობრივი ხერხემალი ყოფილი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიან.

ჯავახეთში პოლიტიკური სფერო ჯერჯერობით წრეში მოძრაობას წააგავს, სადაც აქტივისტები წრის ერთი ნაწილიდან მეორეში გადადიან. ამ წრეში ახალი სახეები ჯერ არ არიან, თუმცა მხარეები ამას გვპირდებიან. ახალგაზრდებს განსაკუთრებით არ სურთ პოლიტიკაში მოხვედრა. ახალქალაქში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განსაკუთრებული წინასაარჩევნო აქტივობა არ არის. ძალიან ცოტა პლაკატია განთავსებული და მხოლოდ მმართველი პარტიის მრავალრიცხოვანი პლაკატი.

ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ სიმშვიდეს სხვადასხვანაირად განმარტავენ.

Jnews-ი პარტიის წარმომადგენლებს 20-25 სექტემბერს, პარტიული სიების გამოქვეყნებამდე ესაუბრა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

„მიმდინარეობს სტანდარტული პროცედურები, კომისიებზე მუშაობა მიმდინარეობს (საარჩევნო კომისიებზე) და ა.შ. რომ ვთქვათ აქტიურად დაიწყეს კამპანიის მიმართულებით მუშაობა, ჯერ არა. ვფიქრობთ, რომ ჯერ ადრეა. წელს საარჩევნო აგიტაციის ასეთი სტრატეგია გვაქვს. იქნება თუ არა კანდიდატი, 26-ში გაირკვევა. ყველა პარტია გამიაქვეყნებს სიებს, ვნახავთ. რადგან 26-ე დღე პროპორციული სიების ბოლო დღეა, ჩვენც გვაინტერესებს ვინ არიან ჩვენი მოწინააღმდეგეები. პარტიები ერთმანეთში მილაპარაკებას ახლა იწყებენ. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, დრო გვაჩვენებს. რაც შეეხება ზეწოლას, შტაბის გახსნის დროს ვისაუბრებთ”, – ამბობს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ახალქალაქში.

“ლელო”

“ჩვენ ჯერ არაფერი დაგვიწყია. შტაბის გახსნა 5 რიცხვშია დაგეგმილი. შტაბისთვის შესაფერის ადგილს ვეძებთ. ისეთ ადგილს ვეძებთ, რომ ადვილი მისაგნები იყოს. რაც შეეხება სიების კანდიდატურას, ჯერჯერობით არ ვიცით, ვერ გეტყვით, რადგან 26 რიცხვამდე არის დრო. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთან არ ულაპარაკიათ. ჩვენზე ზეწოლა არ განხორციელებულა, მსგავსი რამ არ არის”,- ამბობს პარტია “ლელოს” წარმომადგენელი, საკრებულოს დეპუტატი ზაქარ ზაქარიანი.

“გახარია – საქართველოსთვის”

“ახალციხეში გავხსენით ოფისი, იქ გვაქვს რეგიონალური ოფისი. ოფისები კი არ არის მთავარი, არამედ ხალხის მსახურება, ხოლო ამისათვის ოფისი არ არის აუცილებელი. ყველაზე მთავარია ხალხთან პირდაპირი კავშირის არსებობა. მალე წარმოგიდგენთ ჩვენს სიებს, იქ რეგიონის წარმომადგენლებიც იქნებიან რა თქმა უნდა. ძალიან მიხარია, რომ ის ქალია. პოლიტიკაში ქალების მონაწილეობას ჩვენ მხარს ვუჭერთ. 25 რუცხვში წარმივადგენთ სიებს. ამის შემდეგ დავიწყებთ მუშაობას. რაც შეეხება ჩვენი პარტიის წარმომადგენლებზე ზეწოლას, არ არის”,- ამბობს პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წარმომადგენელი სოფო ხორგუანი.

“ახალი”

„მე ვიქნები კანდიდატი. წინასაარჩევნო კამპანია დიდი ხანია დაწყებული გვაქვს, უკვე თვენახევარია. ვმუშაობთ, კარ და კარ დავდივართ. ზეწოლა, როგორც ადრე იყო, არ არის. ყოველ შემთხვევაში, აშკარა ზეწოლა არ არის“, – თქვა პარტია „ახალის“ წარმომადგენელმა მელიქ რაისიანმა.