ახალქალაქის „აბულმა“ „დინამო სოხუმს“ ანგარიშით 5:2 დაამარცხა. თამაში გუშინწინ, 24 სექტემბერს, თბილისში გაიმართა.

გოლები რომიკ ჭორუხიანმა, რაფაელ დარბინიანმა, აღას პალოიანმა და არტურ ფეშტმალჯიანმა გაიტანეს.

30 სექტემბერს „აბული“ ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე „ნორჩი დინამოს“ დაუპირისპირდება.

თამაშები რეგიონული ლიგის ფარგლებში მიმდინარეობს. ახლა გუნდი სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს.