ახალქალაქში შრომის ბაზარზე მიწოდება მოთხოვნისაგან ძალიან განსხვავდება. მიზეზები მრავალფეროვანია, მაგრამ ყველაფერი განათლების სფეროში არსებული პრობლემებით იწყება. Jnews-ი შეეცადა გაერკვია, რა თავისებურებები აქვს ახალქალაქში შრომის ბაზარს და რა იწვევს მათ.
ახალქალაქის „მოზარდთა განათლების ცენტრის“ დირექტორი შორენა თეთვაძე მიიჩნევს, რომ განათლების სფეროში არსებული პრობლემების გამო ბევრი პრობლემა ჩნდება, მათ შორის შრომის ბაზარზე.
საქართველოში განათლების სისტემა დაყოფილია სამ ნაწილად: სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი განათლება. შორენას თქმით, პრობლემები ყველა ეტაპზე არსებობს.
„არის კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ სკოლამდელი განათლების ნომერ პირველი პრობლემა არის ინფრასტრუქტურა, რომელიც არ აკმაყოფილებს სტანდარტებს. მეორე არის არაკვალიფიციური მასწავლებლები. მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან ჩვენს შვილებს, არ აქვთ შესაბამისი განათლება ან საერთოდ არ აქვთ განათლება. და მესამე პრობლემა არის დაბალი ხელფასები”.
2017 წლიდან საქართველოს სკოლებში „მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა“ მოქმედებს, სადაც სწავლება ძირითადად ქართულ ენაზე მიმდინარეობს. კვლევამ აჩვენა, რომ ამ სფეროში ბევრი პრობლემა არსებობს.
„ინგლისური ენის გამოკლებით, ყველა სხვა მიმართულებით სპეციალისტი-მასწავლებლების რაოდენობა ძალიან მცირეა. აქ კვლევამ აჩვენა, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლები ძირითადად პენსიაზე არიან. 2017 წელს ამ მასწავლებლებმა გაიარეს ტრენინგი, გარდა ამისა, სკოლის ხელმძღვანელობამ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით „ლიდერების აკადემია“ ორწლიანი პროექტი განახორციელა”.
მასწავლებლებმა გაიარეს ტრენინგები, მათ შორის მუშაობისა და მოსწავლეების სწავლების ახალი მეთოდები. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკისა და გეოგრაფიის მასწავლებლების დეფიციტია. ჩვენს რეგიონში კი პრობლემა უფრო ღრმაა, განსაკუთრებით სოფლებში“.
შორენას თქმით, პრობლემა ის არის, რომ უმაღლესი განათლების მიმართულების არჩევისას მსურველები შრომის ბაზრის მოთხოვნაზე არ ამახვილებენ ყურადღებას. აბიტურიენტები ირჩევენ, ასე ვთქვათ, ავტორიტეტულ ფაკულტეტებს, ესენია: სამედიცინო, იურიდიული, ეკონომიკური, ინგლისური. ბოლო ორი-სამი წელია, სხვა პროფესიებით არ ინტერესდებიან.
შორენა ახალქალაქის “ზრდასრულთა განათლების ცენტრში” დამსწრე ბავშვებთან დაინტერესდა, რატომ ირჩევენ ამა თუ იმ პროფესიას. აღმოჩნდა, რომ პროფესიის არჩევისას ორი ფაქტორი თამაშობს მნიშვნელოვან როლს: პირველი, ეს არის ის, რაც მშობლებს სურთ და მეორე, ეს არის “პრესტიჟული” ფაკულტეტი.
„ჩვენთვის პრობლემა ისიც არის, რომ საქართველოში მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის საგანმანათლებლო დაწესებულების ახალქალაქის ფილიალში გვაქვს ფაკულტეტები, რომლებსაც ჩვენი ბავშვები არ ირჩევენ. ერთადერთი განყოფილება, სადაც ისინი რეგისტრირდებიან, არის ბუღალტერია. საქმე იმაშია, რომ არ ჩატარებულა კვლევა, რა პროფესიების დამატება შეიძლება ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომ გვყავდეს აბიტურიენტები, სტუდენტები და შესაბამისად, სამუშაო ძალა“, – ამბობს შორენა თეთვაძე.
ის ამატებს, რომ 2017 წლის შემდეგ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა იმის გასარკვევად, თუ რატომ ირჩევენ ახალგაზრდები ამა თუ იმ პროფესიას.
შედეგად, ახალგაზრდების უმეტესობა, ვინც უნივერსიტეტს ამთავრებს, არ ბრუნდება, ხოლო ვინც ბრუნდება, ადგილზე სამუშაოს ვერ პოულობს.
„თითებზე შეგვიძლიათ დავითვალოთ იმ ახალგაზრდების რაოდენობა, ვინც თბილისიდან დაბრუნდა და სამუშაო იპოვა. სხვა შემთხვევაში ისინი ადგილზე სამუშაოს ვერ პოულობენ და იძულებულნი არიან წავიდნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ და იქ დარჩნენ. თავიანთი პროფესიით მუშაობენ ექიმები და IT-სპეციალისტები. გვყავს ახალგაზრდები, რომლებიც ამერიკის საელჩოში მოხალისეებად მუშაობენ. ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული სტატისტიკა, რამდენმა ადამიანმა შეძლო დაბრუნების შემდეგ სამუშაოს პოვნა“, – ამბობს ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი.
ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ააიპ “ღია საზღვრები” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
მასალა შექმნილია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, განმახორციელებელი HEKS\EPER Georgia-ს მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF) – ქვემო ქართლი, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF) – სამცხე-ჯავახეთი, თანამშრომლობით.