საინფორმაციო სააგენტო Aliq.ge-ს შეტყობინებით, საქართველოში მცხოვრები სომხების ინიციატივით, კორონავირუსთან ბრძოლაში სომხეთის მხარდასაჭერად, სახსრების შეგროვება დაიწყეს.
«ერთი პირაბდე- ერთი სიცოცხლე» სლოგანით შეგროვილი სახსრებით იქნება ნაყიდი პირბადეები და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის სხვა საჭირო ნივთები, რომლებიც შემდგომ გაიგზავნება სომხეთში და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.
ინიციატივის ავტორები მოგვიწოდებენ თანხა GE03BG0000000345892183 ანგარიშზე გადავრიცხოთ (მიმღები: არშაკ ბადალიანი) შესაძლებლობისამებრ, თუნდაც იყოს ერთი პირბადის საფასური.
საქართველოს მხრიდან კორონავირუსთან ბრძოლაში სომხეთის მხარდასაჭერად პროგრამა პირველად არ ხორციელდება. ამ დღეებში იქნა ნაყიდი ხელოვნური სუნთქვის 10 აპარატი და მალე სომხეთში გაიგზავნება.