კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 7 მილიონამდე ავიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას worldometers აქვეყნებს.
აღნიშნული სტატისტიკის თანახმად ვირუსისაგან 406 127 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენაბამ 3 460 171 მიაღწია.
დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მიხედვით პირველ ადილზე აშშ-ა, სადაც 2 მილიონზე მეტი ინფიცირებულია. მეორე ადგილზე 691 962 შემთხვევით ბრაზილიაა, მესამე ადგილზე რუსეთი, სადაც ინფიცირების 467 673 შემთხვევაა გამოვლენილი. 288 630 შემთხვევა გამოვლინდა ესპანეთში და მეხუთე ადგილზე დიდი ბრიტანეთია, სადაც პანდემიის დაწყებიდან 286 194 შემთხვევაა დაფიქსირებული.