გუშინ, 22 აგვისტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც მუნიციპალიტეტი 2024-2026 წლებში გეგმავს. 2024-2026 წლებში იგეგმება სულ 8,85 კმ გზის კეთილმოწყობა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად ტარდება გზის საფარის დაგების სამუშაოები, თუმცა არის ძნელად გასავლელი გზები.
გუშინ, 22 აგვისტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 8,85 კმ სიგრძის სასოფლო გზების 8 418 246 ლარის ღირებულების კეთილმოწყობას მხარი დაუჭირეს.
ამ პროექტების საპროექტო ბიუჯეტის დოკუმენტები მზად არის.
იგეგმება შემდეგი სოფლის გზები:
კოჩიო-აგანას გზა 1940 კმ, ღირებულება – 2 064 736 ლარი.
ბურნაშეთ-აზავრეთის გზა, 2480 კმ, ღირებულება – 2,582,626 ლარი (სოფელ ბურნაშეთიდან აზავრეთისკენ მიმავალი გზა მოასფალტდება, ხოლო სოფლის შუაში გზა ბეტონით მოიგებება)
მაჯადია-თოთხამი-კორხის გზა, 4430 კმ, ღირებულება – 3770884 ლარი.