საქართველოში მცხოვრები სომხები კორონავირუსთან ბრძოლაში სომხეთის დახმარებას და სასარგებლოდ ყოფნის გზების ძიებას ცდილობენ.
«Aliq Media»-ს დირექტორის პაველ ოგანეზოვის ინიციატივით და საზღვარგარეთიდან მისი უახლოესი მეგობრის მხარდაჭერით სომხეთში გასაგზავნად ხელოვნური სუნთქვის 10 აპარატი შეიძინეს.
საქართველო-სომხეთის დაკეტილი საზღვრის პირობებში აპარატების ტრანსპორტირების დასახმარებლად მზაობა საქართველოში სომხეთის საელჩომ გამოხატა.
სუნთქვის ხელოვნური ვენტილაციის «MS-500» აპარატები სრულიად სომხეთის ფონდ «აიასტანს» გადაეცემა. ასევე მხარდაჭერის სხვა პროგრამებიც არსებობს.
პაველ ოგანეზოვის შეთავაზებით იყო ორგანიზებული სახსრების შეგროვება სლოგანით «ერთი პირბადე- ერთი სიცოცხლე», რომელსაც საქართველოში მცხოვრები რიგი სომეხი შეუერთდა. შეგროვილი სახსრებით იქნება ნაყიდი პირბადეები, რომლებიც შემდგომ გაიგზავნება სომხეთში და სოციალურად დაუცველ ფენას გადაეცემა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პირბადის ტარება სომხეთში სავალდებულო გახდა, და ბევრი ოჯახისათვის ეს გაუთვალისწინებელი, დამატებითი ფინანსური ხარჯია.
წყარო: Aliq.ge