№1 ყოფილ სამხედრო ქალაქში საბავშვო მოედანი ერთადერთია ქალაქისა და ჯივანის რაიონის ყველა მცხოვრებლისთვის. ადგილზე არ არის ნაგვის ურნები, მოედნის ტერიტორიაზე ბალახი არ არის მოთიბული, ასევე ადგილზე არის ძველი რკინის კონსტრუქციები, რომლებიც ბავშვებისთვის უსაფრთხოა. მშობლები სათამაშო მოედნების უსაფრთხოებისა და სისუფთავის საკითხს აყენებენ.
მას შემდეგ რაც Jnews-მა გამოაქვეყნა მასალა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე გველი შენიშნეს, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები, რომლებსაც ბავშვები სათამაშო მოედანზე მიჰყავთ ითხოვენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში ბავშვების უსაფრთხოება და სისუფთავე უზრუნველყოს.
ცისანა შერგილაშვილს მუდმივად მიჰყავს შვილებს სათამაშო მოედანზე, ამბობს, რომ ის სახიფათო და ჭუჭყიანია, რადგან ნაგვის ურნები არ არის.
„სამხედრო ქალაქში ძალიან მაღალი ბალახებია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალ პარკს მივაქციოთ ყურადღება, იქ მაინც მოითიბოს ბალახი. პარკის სისუფთავეზე არაფერია სათქმელი, ვფიქრობ, ამაზე არავინ ზრუნავს. პარკში არ არის ნაგვის ურნა და მუდმივად დანაგვიანებულია. ის ადგილები მაინც, სადაც ბავშვები თამაშობენ, უსაფრთხოდ უნდა იყოს“, – ამბობს ცისანა შერგილაშვილი.
ყოფილ სამხედრო ქალაქში სათამაშო მოედანი 2023 წლის შემოდგომაზე აშენდა. ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 300 ლარი დაიხარჯა. წლის განმავლობაში საქანელები გარემონტდა, რადგან მუდმივად გამოდიოდა მწყობრიდან. პარკში ნაგვის ურნები არ არის, ბალახიც არ არის მოთიბული. პარკი ქალაქის მცხოვრებლებში პოპულარობით სარგებლობს, რადგან იქვე ბავშვებთან დროის გასატარებლად სხვა ადგილი არ არის.
პარკს ზოგჯერ სერვისცენტრის თანამშრომლები ასუფთავებენ, თუმცა ნაგვის ურნების არარსებობის გამო იქ ნაგავი გროვდება.
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორი მხითარ რსტაკიანი ამბობს, რომ ამ დროისთვის პარკში დასამონტაჟებელი პატარა ნაგვის ურნები არ აქვთ.
„თუ მივიღებ, დავამონტაჟებ, ახლა არ მაქვს, მაგრამ რაც შეეხება ბალახს, სამხედრო ბანაკის ტერიტორიის ნახევარი მოვთიბეთ, ახლა სოფელ ხოსპიოს მხარეს ვმუშაობთ. როგორც კი იქ დავამთავრებთ, ქალაქში დავბრუნდებით“, – ამბობს მხითარ რსტაკიანი.
ცისანა შერგილაშვილი ამბობს, რომ ასევე სახიფათოა ადგილზე ძველი ტურნიკების, რკინის კონსტრუქციების არსებობა, რომლებზეც ბავშვები ხშირად ადიან. მშობლები მუდმივ დაძაბულობაში არიან, რათა ბავშვებმა ამ კონსტრუქციების გამო ხელები და ფეხები არ დაიზიანონ და პარკის ტერიტორიიდან გატანას სთხოვენ.
Jnews-ს არაერთხელ წერდა იმის შესახებ, რომ ახალქალაქის სათამაშო მოედნები მუდმივ მოვლა-პატრონობასა და ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლს საჭიროებს. ეს მდგომარეობა შეინიშნება ქალაქის სხვა სათამაშო მოედნებზეც.