მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე გამოთქვამს შეშფოთებას, რომ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და სრული განხორციელებით დაიწყება ჟურნალისტების სტიგმატიზაცია, შემდეგ კი, როგორც რუსეთში მოხდა, ციხე, გადასახლება, ღალატისა და ექსტრემიზმში ბრალდებები.
ზვიად ქორიძე ამბობს, რომ საქართველო ამჟამად რუსეთის კვალდაკვალ მიდის, რომელმაც ე.წ. „კანონი უცხოური აგენტების შესახებ“ მიიღო. ის შეშფოთებულია, რომ ამან შეიძლება საქართველოში ჟურნალისტიკა არასასურველ და საშიშ პროფესიად აქციოს.
„როდესაც აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლება გამოდის და ამბობს, რომ არავინ გვიხსნის, რატომ არის ეს რუსული კანონი, იგივე არის კანონი აშშ-ში, ინგლისში, საფრანგეთში, თავად ევროკავშირში და ა.შ., ეს ბუნებრივია მთელი საზოგადოების მოტყუებაა. იმიტომ, რომ ისინი არ იღებენ კანონს, რომელიც იცავს დემოკრატიას, იცავს იმ არადემოკრატიულ ხერხებს, რომლითაც ისინი შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერევიან. ჩამოთვლილ ქვეყნებში მსგავსი კანონი ვრცელდება ლობისტურ საქმიანობაზე, და არა ყველაზე. ეს ჩვენი კანონი არის რუსული, რადგან მხოლოდ რუსეთის კანონმდებლობაში წერია, რომ ჟურნალისტები და მედია შეიძლება იყვნენ უცხოური გავლენის აგენტები“.
მისი თქმით, რუსეთში ჟურნალისტების დევნა იმიტომ დაიწყო, რომ ისინი პრობლემას უქმნიან პუტინის ავტორიტარიზმს.
„ვინ არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, ეს არის „ნოვაია გაზეტა“, რომელიც განადგურდა, ეს არის ნავალნი, რომელიც მოკლეს და ა.შ. უცხოური აგენტები, რომელთა მიმართაც შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებები, ეს ადამიანი არის დამოუკიდებელი და იძიებს ძალიან საინტერესო რაღაცეებს რუსეთის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამ პიროვნების წინააღმდეგ საქმე აღიძრა, თუ ის დაბრუნდება რუსეთში, რა თქმა უნდა, მას დააპატიმრებენ, ანუ ავტორიტარიზმი მდის ამ ზომებამდე“.
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა ორგანიზაცია და მედია, რომელიც მინიმუმ 20% საზღვარგარეთიდან ფინანსდება, უნდა დარეგისტრირდეს „უცხოური აგენტების რეესტრში“, დღეს სისხლის სამართლის კონტექსტი არ აქვს.
„უახლოეს თვეებში კანონის სასამართლო კონტექსტი აუცილებლად გახდება რეალობა. ამ კანონის ტექსტი შეიცვლება და იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ პირების მიმართ, რომლებიც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდებიან უცხოური გავლენის აგენტებად, მათ აიძულებენ დარეგისტრირებას“, – ამბობს ზვიად ქორიძე.