გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს, მოვლენების როგორი განვითარების დროს რა შედეგებია მოსალოდნელი, ეკონომიკურ-პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან – ეს საქართველოსთვის სიახლეა. Jnews-მა გიორგი ბადრიძეს, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის (რონდელის ფონდი) უფროს სამეცმიერო მკვლევარს სთხოვა საქართველოსთან დაკავშირებულ დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით საექსპერტო შეხედულება გაეზიარებინა.
„თუკი საქართველო დასავლური, დემოკრატიული კურსის გაგრძელებას აირჩევს, ევროპისა და აშშ-ს მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა გვექნება. და 2030 წლის ბოლოს საქართველოს შეუძლია ევროკავშირის წევრი გახდეს. შეუძლია აშშ-ს უსაფრთხოების გარანტია ჰქონდეს, მაგალითად აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი… ხოლო ალტერნატივა, თუ ეს ხელისუფლება დარჩება და ანტიდასავლურ კურსს გააგრძელებს – საქართველოს შეუმდგარ სახელმწიფოდ, რუსეთის პროვინციად, ჩინური სახელმწიფო კომპანიების მიერ ექსპლუატირებულ ქვეყანად აქცევს. ჩინეთთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, ჩინეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულ ქვეყნებს არაფერი კარგი არ ელოდებათ. მითუმეტეს, რომ საქართველოში, რომელსაც ჩინეთი რუსეთის გავლენის სფეროდ მიიჩნევს, არც ეკონომიკურ, არც პოლიტიკურ ინვესტირებას არ აპირებს.
უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით- ეს კარგია, მაგრამ მახსოვს, რამდენიმე ხნის წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთხმად ყვიროდნენ, თუ როგორ შეიძლება ქვეყანაში ჩინელების შემოშვება – ეს იყო სააკაშვილის დროს, რომ ისინი მილიონობით დასახლდებიან, და ჩინელები გავხდებით, ახლა ჩვენ ყველამ სტრატეგიული ურთიერთობების მხარდაჭერა დავიწყეთ, მათ შორის უვიზო რეჟიმის. უვიზო რეჟიმის არ მეშინია, თუმცა ვერ ვამჩნევ, რომ ქართველმა ტურისტებმა ნაკადებად ან ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა ჩინეთში იარონ. საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, დიახ, ჩინელები ბევრ რამეში მონაწილეობენ, მაგრამ როგორც კონტრაქტორები. ისინი ჩვენგან თანხას ღებულობენ, ჩვენი ხელისუფლებისგან, მაგალითად დასავლეთში ავტობანზე მშენებლობისთვის, რომლებიც, დასავლეთის ინსტიტუტებით ფინანსდება. ხოლო თავად ჩინელებს საქართველოში განსაკუთრებული ინვესტიციები არ გაუკეთებიათ, შეხედეთ სტატისტიკას. ჩინეთი არასდროს ფიგურირებდა, როგორც საქართელოს დიდი ინვესტორი. რაც შეეხება ანაკლიას, ჩინეთმა ინვესტიციებიც რომ გააკეთოს, საქართველოს ნაცვლად, რომელიც დასავლეთს აღმოსავლეთთან დააკავშირებს და ამით ორივე მხარისთვის საკუთარ ღირებულებებს აამაღლებს, ჩვენ ჩინურ-რუსულ კონტროლის სისტემას მივიღებთ. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ აკონტროლებს საქონლისა და ტვირთის ინფრასტრუქტურას და მოძრაობას. შეგახსენებთ, რომ 90-იან წლებში რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობას. პროექტს, რომელმაც კასპის რესურსები რუსული გავლენისგან გაათავისუფლა. თუკი ეს პროექტი ჩინეთის მონაწილეობით აშენდება, ეს ნიშნავს იგივე რუსეთის მონაწილეობას, ამ ინფრასტრუქტურული პროექტის აზრი სრულიად განსხვავებული იქნება და ეს პროექტი საქართველოს განსაკუთრებულ ღირებულებებს არ მოუტანს.
ჩინეთის შემთხვევაში, კომერციულთან დაკავშირებით დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ საქართველოს გეოპოლიტიკური ღირებულება ბევრ რამეში იქნება დასუსტებული“.