Jnews-ი წარმოგიდგენთ კრისტინა მარაბიანის ბლოგს “მრავალფეროვანი დაკარგული სამშობლო”, სადაც ჟურნალისტი ფოტოების საშუალებით საუბრობს იმაზე, რაც დასავლეთ სომხეთში (დღევანდელი აღმოსავლეთ თურქეთი) ნახა.
მრავალფეროვანი დაკარგული სამშობლო ჟურნალისტის დღიურიდან
დასავლეთ სომხეთი არის სომეხი ხალხის ისტორიული ტერიტორია, ანუ ოსმალეთის იმპერიის 6 სომხური პროვინცია, რომლებიც ისტორიის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა იმპერიისა და სხვადასხვა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ჯავახეთის მცხოვრებთა უმრავლესობის წინაპრები ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის დროს ზუსტად დასავლეთ სომხეთიდან, და ძირითადად ერზრუმიდან გადაასახლეს.
ამჯერად Jnews-ის ჟურნალისტებმა წინაპრების სამშობლო ერზურუმი მოინახულეს, რის შემდეგაც ტიგრანაკერტისკენ (დიარბაქირი), ნემრუტის მთისა და მუშისკენ გაემართნენ.
წითელ-მწვანე ერზურუმი
ერზრუმის მთები ხან ცეცხლში იწვის, ხან ზურმუხტით იფარება. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ბასრი კლდეებიდან არწივები გიყურებენ. მხოლოდ ამ მთებსა და ტყეებში სიარულის შემდეგ ხვდები, რა გაიარეს ჩვენმა წინაპრებმა სომხების გენოციდის დროს საქართველოში მოხვედრისას. ჯავახეთის ყველა მცხოვრებმა იცის იმ სოფლის სახელი, საიდანაც მათი წინაპრები იყვნენ, ძირითადად ერზრუმის პროვინციაში. თუმცა, სად არის სოფლები არწატი, ველი, სნგარიჩი ან ანგარიჩი, ჯინისი, ბარიშაკავი… დედამიწიდან გააქრეს თუ სახელი შეუცვალეს, ამ კითხვებზე პასუხის პოვნა ძალიან რთულია. არდაჰანიდან ერზრუმში მიმავალი გზა ჩვეულებრივი ქალაქია, ახალი ნაგებობებით, ქალაქის ცენტრში მხოლოდ უძველესი ციხე-სიმაგრე გამოირჩევა. ციხე-სიმაგრის ეზოში ტყვიების გროვაა, როგორც ციხესიმაგრეში ომებისა და შემოსევების შეხსენება. კედლებთან განლაგებულია “ყოჩი” – ვერძის ფორმის ქვები, სიმამაცის განსახიერება, ქვაჯვარები. მუზეუმში, რომელიც ციხის გალავანშია განთავსებული, ამ ქალაქის ისტორიაში სომხური კვალის არც ერთი ნაშთი არ არის. ციხესიმაგრის შიგნით არსებული სომხური ეკლესია სომხური ქრისტიანული ეკლესიის ტიპიური გუმბათით მეჩეთად გადაკეთდა. ამ კოშკიდან იშლება მთელი ქალაქის, ერზრუმის, ხედი. სომხებისთვის, ერზრუმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის სომხური კულტურისა და ისტორიის ერთ-ერთი ცენტრი იყო.
წარსულში იყო სომხური მოსახლეობა და კულტურული ძეგლები, ეკლესიები და ციხე-სიმაგრეები, რაც ციხე-სიმაგრეში სომხების არსებობას მოწმობს. ახლა კი მხოლოდ ქვაჯვარი და „ყოჩი“ მოწმობს სომხურ კვალს, მაგრამ მხოლოდ მათ, ვინც უკვე იცის ამის შესახებ. ქალაქი ერზრუმი, არზერუმი, ქარინი – ქალაქი თურქეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ქალაქი სომხეთის მთიანეთში, ზღვის დონიდან 1900 მ-ზე მეტ პლატოზე მდებარეობს.
ყვითელ-ნარინჯისფერი დიარბაქირი (ტიგრანაკერტი)
დიარბაქირის გზა ოქროს ველებით არის სავსე, ასე გამოიყურება ახალქალაქი აგვისტოში. ჯერ სიცივეს ვგრძნობთ, ფანჯარაში გაუთავებელი დათოვლილი მთებია, უფრო მაღლა და მაღლა ავდივართ.
დიარბაქირის ციხე ან ტიგრან დიდის ციხე, ზუსტად ციხის კედლებში მდებარეობს ძველი ქალაქი. დიარბაქირი ქალაქის გარეუბანში მიშენებების წყალობით გაფართოვდა. ტიგრანაკერტი მსოფლიოში დღემდე ჩვენამდე შემორჩენილი ერთ-ერთი დიდი ციხე-სიმაგრეა. ეს მიშენება შიდა და გარე ნაწილებისგან შედგება. ციხე-სიმაგრე ტიგრან დიდის დროს აშენდა, ესე იგი ჩვ.წ. I საუკუნეში. მასში 16 კოშკია და ოთხი კარიბჭე (ორი გარე და ორი შიდა ). შემორჩენილი ციხე-სიმაგრის კედლების სიგრძე – დაახლოებით 5 კმ, სიგანე – 3-5 მეტრი, სიმაღლე – 10-12 მეტრი. კედელში 82 კოშკია და ოთხი კარიბჭე, რომლებიც სინათლის მხარეს არის ორიენტირებულოი და ბარელიეფებით და წარწერებით არის მორთული. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ოდესღაც აქ ბევრი სომეხი იყო, თუმცა ამჟამად დიარბაქირში დაახლოებით 50 სომეხი ცხოვრობს, რომლებმაც საკუთარი რელიგიური იდენტობა შეინარჩუნეს, რომლებიც წმინდა კირაკოსის დროს სომხურ სამოციქულო ეკლესიაში მოინათლეს, სომხური ეკლესია 1376 წელს იყო დაარსებული, რომელიც სურ კვარტალის სიღრმეში მდებარეობს. ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდ სომხურ ეკლესიას 3769 კვ. მ. ფართობი აქვს, სადაც 1400 ადამიანი ეტევა. 1915 წლამდე მისი სამრეკლო ქალაქ ტამში ყველაზე მაღალი იყო, სადაც ადრე სომხები ცხოვრობდნენ, ახლა ტიგრანაკერტის ქურთები ცხოვრობენ – მდინარე ტიგროსზე ათთვალა ხიდის ხედი.
ათთვალა ხიდი, ასევე ცნობილი როგორც პონტოს ხიდი მდინარე ტიგროსზე. არის უძველესი ხიდი, რომელიც მდებარეობს ქალაქ დიარბაქირში (ასევე ცნობილია როგორც ამედი). ამ ხიდს დიდი ისტორიული მნიშვნელობა და არქიტექტურული ღირებულება აქვს.
ხიდის აგების საუკუნედ ხშირად XI საუკუნეს ასახელებენ. მისი სახელწოდება “ათთვალა” მომდინარეობს იქიდან, რომ ხიდს ძირში ათი თაღი აქვს. იგი ემსახურებოდა მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიას და ძველ დროში სომხური კულტურისა და ტექნოლოგიის აყვავების მტკიცებულებას.
დღეს ხიდი ფუნქციონირებას აგრძელებს როგორც ტურისტული ღირსშესანიშნაობა და ისტორიული ინტერესის ობიექტი. ათთვალა ხიდი მდინარე ტიგროსზე დიარბაქირის მახლობლად მდებარეობს.
ნემრუტის მთის წარმართული ღმერთები
ჩვენი ისტორიული სამშობლოს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა – ნემრუტის მთა. ეს არის ისტორიული ადგილი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ადიამანის პროვინციაში მდებარეობს. ეს არის მთის მწვერვალი, რომელზედაც განლაგებულია ანტიკურ პერიოდში, ძვ.წ I საუკუნეში აშენებული უზარმაზარი ძეგლის ნაშთები. მსოფლიო კულტურის ამ ძეგლისკენ სერპანტინის გზა მიდის. აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს მდებარე მოედნებზე განლაგებულია ქანდაკებები, მაღალი სკულპტურები და სხვა ძეგლები წარწერებით. ნემრუტის მთის კომპლექსი წარმოადგენს სალოცავს, რომელიც გარშემორტყმულია 8-9 მეტრი სიმაღლის სასტუებით. სალოცავის ცენტრი – პატარა ქვების გორაა, მთის მწვერვალზე, 49,8 მეტრი სიმაღლისა და საძირკველში 150 მეტრი სიგანის. ითვლება, რომ ქვების გორაკის ძირში ანტიოქი I-ის ნაწილებია, რომელმაც ააშენა ეს კომპლექსი. კლდოვანი მწვერვალზე, რომელზეც სალოცავი მდებარეობს, სამივე მხრიდან დიდ ტერასებად არის გადაქცეული. სტატუები გამოხატავს აღმართულ წარმართულ ღმერთებს და თავად ანტიოქი I-ს. შუაში მდებარეობს არამაზდას სტატუა (უმაღლესი ღმერთი ძველ სომხურ პანთეონში, ღმერთების მამა). ძეგლთან ტრაფარეტზე მონიშნულია არმაზდისა და ზევსის სახელები. ამ ძეგლის ერთი მხრიდან განლაგებულია ვაჟების ძეგლები, არამაზრდას, მიგრასა და ვააგნის, ხოლო მეორე მხრიდან – კომაგენის და ანტიოქი I ქალღმერთების სტატუები. მეფე გამოსახულია ტიგრანის სომხური გვირგვინით. კვარცხლბეკებზე აღმავალ დიდ ოთხკუთხა ფირფიტებზე პლატფორმის ორივე მხარეს ამოქარგულია მეფის წინაპრების გამოსახულებები ოთხი ბერძნული წარწერით, ასევე მეფის არამაზდისთან, მიგრამსა და ვააგნთან მისალმების სცენები. საუკუნეების განმავლობაში სტატუები გატყდა, ხოლო თავები სხეულებთან ახლოს დავარდა.
ზურმუხტის მუში
სომხური ხალხის ისტორიაში მუში წინააღმდეგობისა და განთავისუფლების ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ რჩება. ქალაქი მუში ერთ-ერთი ცენტრია, სადაც აქტიურად მოქმედებდა ფიდაი. ისინი სხვადასხვა ფორმის წინააღმდეგობას ახორციელებდნენ, მათ შორის შეიარაღებულ ქმედებებს ოსმალეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, თავდასხმებსა და დივერსიული ოპერაციების ჩატარებისგან სომხური საზოგადოების დაცვას. ქალაქ მუშში მარინეს ეკლესია (მარიამ აშტარაკ) – ეს არის ძველი სომხური ქრისტიანული სალოცავი, რომელიც თანამედროვე თურქეთში მუშის ისტორიულ რაიონში მდებარეობს. ეს ეკლესია ცნობილია საკუთარი უნიკალური არქიტექტურული სტილით და ისტორიული მნიშვნელობით. მარინეს ეკლესია VI საუკუნეში აშენდა და ძველი სომხური ქრისტიანული არქიტექტურის მაგალითია. ეს ემსახურებოდა როგორც ტაძარი და ადგილობრივი ქრისტიანული საზოგადოების თაყვანისცემის ადგილი. ის აშენდა იმ ადგილას, სადაც, ლეგენდის მიხედვით, წმინდა მარინა სომეხი (მარიამ), ადრეული ქრისტიანული პერიოდის მოწამე, იყო დარკძალული. ქალაქ მუშიდან 5 კმ-ში, მდინარე მეღრაგეტის ხეობაში, უღრანი ტყეებისა და მთების მაღლა მდებარეობს წმინდა მოციქულების მონასტერი. წმინდა არაქელოცის მონასტერი დაარსდა VI—X საუკუნეებში ტარონის ისტორიულ პროვინციაში. ეს ტაძარი, ისევე როგორც ასობით სხვა სომხური მონასტერი სომხების გენოციდის დროს განადგურდა. მონასტერს ვრცელი მამული და საკუთარი შემოსავალი ჰქონდა. 1872 წელს გარეგინ სრვანძტიანცმა ეკლესიაში საღამოს სკოლა დააარსა, სადაც 1886-1888 წლებში ცნობილი ფიდიანი გევორგ ჩაუში სწავლობდა. ეკლესიის მახლობლად ქვაჯვარებით სასაფლაო შენარჩუნდა. გადმოცემის თანახმად, იქვე დაკრძალეს მოვსეს ხორენაცი, ყაზარ ფარპეცი, ფილოსოფოსი დავიდ ანახტი და სხვები, რომელთა პატივსაცემად არაქელოცის ეკლესიასაც წმინდა მთარგმნელის ეკლესია ეწოდა. 1915 წელს მონასტერი გაძარცვეს და გაანადგურეს. 1901 წლის ნოემბერში ანდრანიკ და გევორგ ჩაუშის რაზმმა სურბ არაქელოცში თავდაცვა დაიკავა და თურქების დიდი ჯარისგან დასაცავად სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რომელიც «წმინდა მოციქულთა მონასტრისთვის ბრძოლის» სახელით არის ცნობილი. 25 დღის განმავლობაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მებრძოლთა სომხური რაზმი წარმატებით იგერიებდა მონასტერზე თავდასხმებს. ოსმალეთის ჯარებმა, რომლებმაც ალყა შემოარტყეს მონასტერს, 1000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს, მაგრამ ანდრანიკმა მონასტრიდან ამხანაგების გაყვანა მოახერხა, მხოლოდ სამი ადამიანი დაკარგა. მონასტერში თითქოსდა იესო ქრისტეს წამებისა და და ტანჯვის საგნები ინახებოდა — ლურსმანი, რომლითაც დააჭედეს. აქ თავისუფლებისთვის იბრძოდა ფიდაი. 1907 წლის 27 მაისს მუშის მთებში სომხური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირი გევორგ ჩაუში დაიჭრა და სულუხას ხიდთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. გევორგ ჩაუში დაკრძალულია მუშში. მრავალი წლის განმავლობაში სომხები, როგორც აღმოსავლეთ სომხეთიდან, ასევე მთელი მსოფლიოს სომხური დიასპორიდან, სულუსხის ხიდთან გმირის პატივისცემის ნიშნად მუშს სტუმრობდნენ. ამის გამო სულუხას ხიდი 1996 წელს ააფეთქეს. აფეთქების დროს ხიდის სამი თაღი მთლიანად ჩამოინგრა, და ხიდი გაუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ დანაშაულს მუშის სომხური საზოგადოება მაშინვე გამოეხმაურა. არმენ გალსტიანის ხელმძღვანელობით მუშის სომხებმა ევროპის საბჭოს წერილით არაერთხელ მიმართეს, და, საბოლოოდ, 2009 წელს ხიდის სამი თაღი აღადგინეს.
ამით მთავრდება ჩვენი მოგზაურობა დასავლეთ სომხეთში, მომდევნოს მოლოდინში.