ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა სამუშაოებისთვის სპეციალური ტექნიკის ერთი წლით იჯარით აღებაზე ტენდერი გამოაცხადა. ტექნიკის გაქირავებისთვის 100 000 ლარია გამოყოფილი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში სამუშაოებისთბის სპეციალური ტექნიკის დაქირავებაზე ტენდერი გამოაცხადა. სპეციალური ტექნიკა გამოყენებული იქნება მშენებლობის, არხების გაწმენდის, სტიქიური უბედურებების შედეგების გაწმენდის და ნაგვის გატანის დროს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის, არა მოვსისიანის თქმით, ზემოაღნიშნული შემთხვევებისთვის წინასწარ სპეციალური ტექნიკის ქონაა საჭირო, რათა დრო არ დაიკარგოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს სამუშაოები.
არა მოვსესიანის თქმით, ეს სამუშაოები შესაძლოა მოიცავდეს სოფლებიდან ნაგვის გატანასაც, თუ სოფლის უფლებამოსილი პირები განცხადებას დაწერენ.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 13 ივნისია.
შესყიდვაში მონაწილეობის მსურველებმა (როგორც საკუთარი, ასევე იჯარით აღებული აღჭურვილობით) უნდა წარმოადგინონ ფასები. თუ ეს მოწყობილობა კერძო საკუთრებაშია, საჭიროა წარმოადგინოთ აღჭურვილობის რეგისტრაციის მოწმობის ასლები (ტექნიკური პასპორტები), ხოლო გაქირავების შემთხვევაში, როგორც იჯარის ხელშეკრულებების, ასევე რეგისტრაციის მოწმობის ასლები მეორე მხარის ტელეფონის ნომრების მითითებით.