ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფერმერებმა წელს კარტოფილის რეალიზება ვერ შეძლეს, რომელიც საწყობებში გაფუჭდა და ნაგავსაყრელზე გადაიყარა. მართალია, კარტოფილის ნაგავსაყრელზე გადაყრა ზიანს აყენებს გარემოს, რადგან წარმოიქმნება მეთანი, მაგრამ მაინც არავის აქვს უფლება ნაგავსაყრელზე ნარჩენის სახით კარტოფილი არ მიიღოს.
მუნიციპალიტეტში დარჩენილი და გაფუჭებული კარტოფილის გამო ბევრი კარტოფილის ნაგავსაყრელი გაჩნდა. გაფუჭებული კარტოფილი გარემოსთვის საზიანოა, რადგან მეთანს გამოყოფს. მეთანი ძლიერი სათბურის გაზია და CO2-ს შემდეგ სიდიდით ადამიანის საქმიანობის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობის მეორე ფაქტორია.
გარემოს დაცვის ექსპერტი ლალი მაჩაიძე მიიჩნევს, რომ კარტოფილის დაშლის შედეგად გამოყოფილი მეთანი ძალიან საზიანოა გარემოსთვის.
„დადუღება ხდება და დიდი რაოდენობით მეთანი გამოიყოფა. აქედან გამომდინარე, კომპანიებს არ აქვთ უფლება უარი თქვან კარტოფილის ნარჩენებად მიღებაზე, მაგრამ უკეთესი იქნება მათო კომპოსტირება. უკეთესი იქნება, თუ გაფუჭების პროცესი მათ მეურნეობებში მოხდება, რათა ჰუმუსად გადაიქცეს და სასუქის სახით იქნეს გამოყენებული“, – ამბობს ლალი მაჩაიძე.
თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ექსპერტი აღნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება ნაგავსაყრელებში კარტოფილი არ მიიღო