მაწანწალა ძაღლების დაჭერის, სტერილიზაციის, კასტრირების, ვაქცინაციის, იდენტიფიკაციისა და დაბრუნების ან საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიის ტენდერი უკვე მეორედ გაიმართა. ის მუნიციპალიტეტის ახალმა კომპანიამ შპს „დოგი დოკმა“ მოიგო. ამჟამად შერჩევა/შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
ტენდერში 20 789 ლარის ოდენობით, საწყისი 25 986 ლარით კომპანია “დოგი დოკმა” მოიგო. ტენდერის მიხედვით, დაგეგმილია 142 მაწანწალა ძაღლის დაჭერა, მომსახურება 31 დეკემბრამდე უნდა იყოს გაწეული. პროცედურების დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს ძაღლების იდენტიფიცირება და ახალქალაქში დაბრუნება, ან, საჭიროების შემთხვევაში, ევთანაზიაც.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტი მაწანწალა ძაღლების დასაჭერად ტენდერს უკვე მეორედ აცხადებს. ამას წინათ 19 აპრილს 25 986 ლარის ოდენობით გამოცხადდა, ისევე როგორც ახალი ტენდერი. პირველი ტენდერი, მერიის მომუშავის თქმით, ტექნიკური მიზეზების გამო შეწყდა. თუმცა, ახალი ტენდერის ოდენობა, ასევე ტექნიკური მოთხოვნები არ შეცვლილა.
აღვნიშნავთ, რომ ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე მუნიციპალიტეტში 40 ძაღლის კბენის შემთხვევა დაფიქსირდა. უფრო მეტიც, 26 აპრილის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 31-ს შეადგენდა, შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში ნაკბენების რაოდენობა 9-ით გაიზარდა.