ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასწავლო წელი დასრულდა. Jnews-მა ქალაქ ახალქალაქის სკოლებიდან შეაგროვა ინფორმაცია იმის გასარკვევად, თუ ყველაზე ხშირად ახალქალაქის აბიტურიენტები სად აბარებენ.
მიღებული მონაცემების მიხედვით, ნომრები შემდეგნაირად გადანაწილდა.
№1 საჯარო სკოლას (თუმანიანის სახ.) წელს 40 მეთორმეტე კლასელი ჰყავს, მათგან 18-მა – საქართველოს უნივერსიტეტებში, 5-მა – სომხეთის, 3-მა რუსულ უნივერსიტეტებში შეიტანა დოკუმენტები.
№2 საჯარო სკოლას (რუსული) 30 მეთორმეტეკლასელი ჰყავს, აქედან 8 საქართველოს უნივერსიტეტებში აბარებს, 15 – სომხეთის, 3 კი – რუსეთის უნივერსიტეტებში.
№3 საჯარო სკოლას (ჭავჭავაძის სახ.) 14 მეთორმეტეკლასელი ჰყავს, მათგან 12 საქართველოს უნივერსიტეტებში აბარებს.
№4 საჯარო სკოლას (დემირჩიანის სახ.) წელს 42 მოსწავლე ამთავრებს, საიდანაც 20 – საქართველოს უნივერსიტეტებში, 7 კი სომხეთის უნივერსიტეტებში აბარებს.
№5 სკოლას (ყოფილი ინტერნატი) 12 მეთორმეტეკლასელი ჰყავს. აქედან 8 აბარებს საქართველოს უნივერსიტეტებში, 4 კი – სომხეთის უნივერსიტეტებში.
ამრიგად, ქალაქ ახალქალაქში სულ 138 მეთორმეტე კლასელია. აქედან 66 აბარებს საქართველოში, 31 – სომხეთში, 6 კი – რუსეთში. შესაბამისად, აბიტურიენტებისთვის სწავლის გაგრძელების ყველაზე პოპულარული მიმართულება საქართველოა. ეს ტენდენცია ახალქალაქში რამდენიმე წელია შეიმჩნევა.
რუსული პროგრამა თუ საქართველოს უნივერსიტეტები – აბიტურიენტების არჩევანი