სიახლე
განათლებარუსული პროგრამა თუ ქართული უნივერსიტეტები – კურსდამთავრებულთა არჩევანი
27.05.2023
ნახვები: 220 |
ავტორი: NewsRoom
ახალქალაქის სკოლებში სულ 164 კურსდამთავრებულია. Jnews-ის შეგროვებული მონაცემებით, 164 კურსდამთავრებულიდან 74 ქართულ უნივერსიტეტებში დარეგისტრირდა, 29 კურსდამთავრებული – სომხეთის ან რუსეთის რუსთანამშრომლობის პროგრამაში, 17 ადამიანს კი სომხური უნივერსიტეტები ურჩევნია.
ახალქალაქის სკოლებში სიტუაცია შემდეგნაირად გადანაწილდა.
- თუმანიანის სახ. №1 საჯარო სკოლაში სულ 47 კურსდამთავრებულია, მათგან 12 ქართულ უნივერსიტეტებში დარეგისტრირდა, 5 კურსდამთავრებული სომხეთში ან რუსეთში რუსთანამშრომლობის პროგრამით აბარებს, 6 კურსდამთავრებულს სომხეთის უნივერსიტეტებში საერთო საფეხურზე ჩაბარება სურს.
- №2 საჯარო სკოლაში (რუსული) სულ 34 კურსდამთავრებულია, მათგან 13 ქართულ უნივერსიტეტებში დარეგისტრირდა, 21 კი სომხეთში ან რუსეთში რუსთანამშრომლობის პროგრამით.
- ჭავჭავაძის სახ. №3 საჯარო სკოლას 18 კურსდამთავრებული ჰყავს: 16 საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავს.
- დემირჩიანის სახ. №4 საჯარო სკოლაში 52 კურსდამთავრებულია: 22 საქართველოს უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად დარეგისტრირდა, 2 სომხეთის უნივერსიტეტებში რუსთანამშრომლობის პროგრამით, 10 კი სომხეთში საერთო საფეხურზე ჩაბარებას გეგმავს.
- №5 საჯარო სკოლაში (ყოფილი სკოლა-ინტერნატი) მხოლოდ 13 კურსდამთავრებულია, მათგან 11-მა ქართული უნივერსიტეტები აირჩია, 1 რუსეთში რუსთანამშრომლობის პროგრამით, 1 კი ერევანში საერთო საფეხურზე ჩაბარებას გეგმავს.
ახალქალაქის სკოლების კურსდამთავრებულთა უმეტესობა ქართულ უნივერსიტეტებში აბარებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში 435 კურსდამთავრებულია. Jnews-მა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის სტატისტიკა შეაგროვა, რათა გაერკვია, რომელ ქვეყნებს ირჩევენ კურსდამთავრებულები განათლების მისაღებად. სულ 7 სკოლა და 54 კურსდამთავრებული გამოიკითხა.
ახალქალაქის სოფლის სკოლების სიტუაცია:
- სოფელ კულიკამის სკოლაში 9 კურსდამთავრებულია, მათგან 2 საქართველოს უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად დარეგისტრირდა
- სოფელ ტურცხის სკოლაში 8 კურსდამთავრებულია, მათგან 3 ქართულ უნივერსიტეტებში, 1 კი რუსეთში ჩაბარებას გეგმავს.
- სოფელ კოჩიოს სკოლაში 10 კურსდამთავრებულია: 5 ქართულ უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად დარეგისტრირდა, 3 – სომხეთის უნივერსიტეტებში.
- სოფლის კარტიკამის სკოლაში 15 კურსდამთავრებულიდან საქართველოს უნივერსიტეტებში 6 მათგანი მიდის, სომხეთის უნივერსიტეტებში – 2
- სოფელ ხორენიას სკოლაში 5 კურსდამთავრებულია: 3 ქართულ უნივერსიტეტში აბარებს, 1 – სომხურში
- სოფელ მაჯადიას სკოლაში 4 კურსდამთავრებულიდან 2 საქართველოს უნივერსიტეტებში აბარებს.
- სოფელ ოლავერდის სკოლაში 3 კურსდამთავრებულია და მხოლოდ 1 აბარებს ქართულ უნივერსიტეტში
სკოლების 54 კურსდამთავრებულიდან 22 ქართულ უნივერსიტეტებში აბარებს, 6 – სომხურში, 1 – რუსულში.
ზემოაღნიშნული მონაცემების მიხედვით, როგორც ქალაქის, ისე სოფლის სკოლებში საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაბარების ტენდენცია ჭარბობს. რუსთანამშრომლობის პროგრამა სოფლებში პოპულარული არ არის, ამ პროგრამით ჩამბარებელთა უმეტესობა ახალქალაქის №2 რუსული სკოლიდან არის.