ჯავახეთის მოსახლეობისგან განსხვავებით, რომლებიც თვლიან, რომ მუდმივი საპროტესტო აქციები და პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური აგენტების კანონი“ მათ არ ეხება, სტუდენტები ჯავახეთიდან მიუხედავად წვმიმისა და დარბევის დროს დაზარალების საფრთხისა, დგანან და აღნიშნული კანონის წინააღმდეგ მოძრაობენ. Jnews-ი ესაუბრა სტუდენტებს, რათა გაეგო, რა უბიძგებს ამის გაკეთებას.
მრავალი წელია საზოგადოება რეგიონების ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის, სადაც ეთნიკური უმცირესობები, სომხები და აზრბაიჯანელები კომპაქტურად ცხოვრობენ. დედაქალაქში უმაღლესი განათლების მიღება ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების ინტეგრაციის ტრიგერი გახდა. ახალგაზრდობამ სახელმწიფო ენა იცის, ქვეყნის პრობლემებით ინტერესდება, ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე აქვს საკუთარი შეხედულება, განათლებას ხშირად ევროპულ ქვეყნებში ღებულობს.
ბევრი სტუდენტი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პროტესტზე გამოდის, მიუხედავად იმისა, რომ მათი ახლობლები სამსახურიდან გათავისუფლების საფრთხის ქვეშ არიან, რადგან სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობენ. სტუდენტების სახელებს, რომელთა ახლობლებიც საბიუჯეტო მომუშავეები არიან Jnew-ი არ აქვეყნებს, რადგან ისინი აღნიშნული მასალის გამო ზეგავლენის ქვეშ არ აღმოჩნდნენ.
„რადგან ჩემი ახლობლები სახელმწიფო მომუშავეები არიან, აქციებში მონაწილეობით მათ პრობლემის წინაშე ვაყენებ, ხშირად ვცდილობ აქციებში მონაწილეობა არ მივიღო და საკუთარი შეხედულება არ გამოვხატო, რადგან ჩვენი რეგიონი პატარაა და ყველა ყველას იცნობს. მაინც რატომ ვღებულობ მონაწილეობას აქციებში. რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება, პოზიცია გამაჩნია. 2016 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ, ამ სფეროში ბევრი მეგობარი და კავშირი მაქვს. ჩემს ყველა მეგობარს იგივე პოზიცია აქვთ, რაც მე. მე ვფიქრობ, რომ ამ კანონის მიღება არასწორი იყო. და ამის გასაპროტესტებლად ვდგავარ იქ. ამბობენ, რომ საუბარი მხოლოდ დეკლარაციის შესახება, შეავსეთ. მინდა ვთქვა, რომ პრობლემა მხოლოდ დეკლარაციაში არ არის, რადგან დეკლარაციას ისედაც ვავსებთ, ისევე როგორც მათგან ვითხოვთ დეკლარაციას. ჩვენ მოსახლეობისთვის ვმუშაობთ, ხშირ შემთხვევაში ჩვენს ინტერესებს განზე ვწევთ. მე თვითონ, ჩემი ორგანიზაციის წევრები ძალიან ხშირად ანაზღაურების გარეშე ვმუშაობდით, ჩვენი ინიციატივით, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს კარგი. რათა მათ ჩვენი დახმარებით მოახერხონ პრობლემის მოგვარება. და ახლა რამდენად სწორია, რომ აგენტები გვიწოდონ, რომლებსაც უცხოური ინტეერესები ამოძრავებთ“,- საუბარში გვითხრა ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელიც „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ წინააღმდეგ პროტესტის აქციებში მონაწილეობს.
ზოგიერთი საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობას ქვეყნის წინაშე ვალდებულებად თვლის.
„ამ აქციებში ვმონაწილეობ, რადგან მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, სტუდენტი, ვალდებულად ვთვლი თავს ამ მნიშვნელოვან მომენტში ვიყო აქ, რადგან ბევრ მნიშვნელოვან რამეს დავკარგავთ ამ კანონის მიღებით. ეს ყველაფერი უნდა გავიზაროთ, და ვიცოდეთ რა ღირებულებებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. პირველ რიგში, პროტესტში მონაწილეობის პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ. ბევრი იფიქრებს, რომ ერთი ადამიანი არაფერს შეცვლის. მაგრამ დღესდღეობით, ყველამ რომ იფიქროს ასე, ქუჩებში 200 000 ადამიანზე მეტი არ შეიკრიბებოდა. მონაწილეობა უნდა მივიღოთ, რადგან ეს ყველას გვეხება. მათ შორის სტუდენტებს და ახალგაზრდებსაც, რომლებიც თბილისში სწავლობენ და არასამთავრობო ორგანიზაციების მომსახურებებით სარგებლობენ, ან შეხვედრებზე და ტრენინგებზე დადიან, ან სერვისს ღებულობენ. უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გრანტები თუ სხვა ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობა, სასოფლო-სამეურნეო გრანტები, ეთნიკური უმცირესობებისთვისაც შექმნილი დოკუმენტები, შემქნილია დაფინანსების (უცხოური) წყალობით. და ახლა იმის ფიქრი, რომ ამ ქვეყნებს სარგებელი ჰქონდათ და სახელმწიფოს აზარალებდნენ — ეს აბსურდია. ამ მაგალითისთვის არ შეიძლება ამ ყველაფრის დაკარგვა. ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს, რუსეთმა მსგავსი კანონი 2012 წელს მიიღო და ახლა ვხედავთ რა ხდება, სადაც თავისუფალი მედიის, თავისუფალი საზოგადოების, თავისუფალი ადამიანების, პროტესტის თავისუფლების გაგება არ არის“,- ამბობს მეორე სტუდენტი, რომლემაც კომენტარი ანონიმურად გააკეთა.
ბევრმა სტუდენტმა ქვეყნის ევროკავშირის მხარეს მოძრაობის წყალობით მიიღო შესაძლებლობები, რომლებზეც ახალქალაქის ჩვეულებრივ პირობებში ოცნებაც კი არ შეეძლოთ.
„არის იმდენი მიზეზი, რომ ამ კანონს ვუთხრათ არა. მე არ ვიცი ამ მიზეზებიდან რომელია მნიშვნელოვანი. ისინი ამბობენ, რომ ამ კანონის მიღებით ევროკავშირში შევალთ, მაგრამ მეორე მხრივ ვხედავთ განცხადებებს, რომლებსაც აკეთებენ ქვეყნები, ევროკავშირი, რომ გაწევრიანება არ იქნება, გარდა ამისა იქნება სანქციები, გააუქმებენ უვიზო რეჟიმს. ანუ ყველა მიღწევა, რომლებსაც ბოლო წლებში მივაღწიეთ, განულდება. კითხვა, რატომ? პირადად მე ამ პროექტების წყალობით იმდენი შესაძლებლობა მქონდა და ინდენი რამ ვისწავლე. მე ჩვეულებრივი ოჯახიდან ვარ, ამდენ ქვეყანაში ყოფნის ან ამ გრანტების გარეშე საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობა არ მქონდა. ეს ისეთი პროექტებია, როგორიცაა ერასმუს პლუსი, ამ პროგრამით იმდენი სტუდენტი მიდის საზღვარგარეთ სასწავლებლად, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?! იგივე ეხება კანდიდატის სტატუსსაც, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა ოდესმე ევროკავშირის წევრი იქნება. ესაც არ იქნება. ისინი გამჭვირვალობაზე საუბრობენ, ნებისმიერი მედიის გვერდზე არის ყველაფერი, გამჭვირვალეა, როგორ მუშაობს მედია, ესაც ჩანს გვერდებზე. ეს კანონი პირადად მე მეხება, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობ, უმაღლეს განათლებას გრანტის წყალობით ვღებულობ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ გამომიყო, ჩემს განათლებას YMCA აფინანსებს, აფინანსებს GIPA, რომელსაც აშშ-ს პროგრამა აფინანსებს. ეს კანონი ადრე რომ მიეღოთ, ამის შესაძლებლობა არ მექნებოდა“,- ამბობს მაგისტრატურის სტუდენტი რიმა მარანგოზიანი.
მიუხედავად იმ შეხედულებისა, რომ ახალგაზრდობამ არ იცის რატომ მონაწილეობს აქციებში, ახალგაზრდობას კარგად აქვს გაცნობიერებული, შესაძლო შედეგების გააზრებით აქციებში მონაწილეობს.
„ჩემთვსი არავის უთქვამს, რომ წავსყლიყავი, არავის შემოუთავაზებია ფული, ჩემი ნებით დავდიოდი და ბოლომდე ვივლი. რადგან, როგორც საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეს, ევროპულ საქართველოში მინდა ცხოვრება, და არა რუსეთის მარიონეტულ ქვეყანაში. გარდა ამისა ბევრ პროექტში ვმონაწილეობ, რომელსაც USAID აფინანსებს, ასევე ვმონაწილეობდი GIPA Media Lab-ის პროგრამაში, რომელსაც აშშ-ს საელჩო აფინანსებს. გრანტი მომცეს იმისთვის, რომ GIPA-ს უნივერსიტეტში მესწავლა. AliQ Media-ს მედიაში ვმონაწილეობ, რომელიც ასევე უცხოეთიდან ფინანსდება. თუკი ამ კანონს საბოლოოდ მიიღებენ, ეს არა მხოლოდ მე დამაზარალებს, არამედ ჩემი ქვეყნის მომავალსაც. აი რაში მდგომარეობს ჩემი მონაწილეობის მიზეზი“,- აბობს არტიომ ქოსიანი.