სომხეთში, 5 ივნისის, 11:00 საათის მდგომარეობით კორონავირუსით ინფიცირების 596 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამგვარად, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 11.817 -ს მიაღწია, აქედან 8052 აქტიური შემთხვევაა.
განიკურნა კიდევ 45 პაციენტი, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა საერთო რაოდენობაა 3 513.
ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 – სხვა მიზეზების გამო. კორონავირუსისგან სულ დაღუპულია 183 ადამიანი, კიდევ 69 – სხვა დაავადებებისგან.
ამ დროის განმავლობაში, ჩატარებულია 65 ათასზე მეტი ტესტირება.
1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლა ფაშინიანსა და მისი ოჯახის წევრებს აღმოაჩნდათ.