ენერგოგამანაწილებელი კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” იტყობინება, რომ დღეს, 5 ივნისს, 14:30-დან 16:30 საათების შუალედში, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ეს სოფლებია: პტენა, დადეში, მურჯახეთი, სულდა, ერინჯა, მაჭატია და მიმდებარე სოფლები.
ასევე, 13:00 საათიდან 16:30 საათამდე ელექტროენერგიის გარეშე დარჩება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ზოგი სოფელი: ეშტია, ხანჩალი, ჯიგრაშენი, უჩმანა, ჯანოვი და მიმდებარე სოფლები.
აღდგენითი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება მოსახლეობის ენერგომომარაგება.