ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უფასო რეგისტრაცია გრძელდება. სახელმწიფო რეესტრის თანამშრომლები რამდენიმე სოფელში ერთდროულად მუშაობენ. თუმცა, ჯერ არც ერთ სოფელში არ დაუსრულებიათ გაზომვისა და გადამოწმების პროცესი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უფასო რეგისტრაცია მიმდინარე წლის თებერვალში განახლდა. ტერიტორიის შემოწმება-დაზუსტების სამუშაოები სოფელ კულიკამიდან დაიწყო. მაგრამ პროცესი ბოლომდე არ დასრულებულა არც სოფელ კულიკამში და არც სხვა სოფლებში.
სოფელ კულიკამის მერის წარმომადგენლის, ალიკ უზუნიანის თქმით, გაზომვებზე მომუშავე პირები სოფლის ბევრი მცხოვრების სახლში ჯერ არ შესულან.
სოფლებში მუშაობა სისტემატურად არ მიმდინარეობს. ზოგიერთ სოფელში ჯგუფი რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა და ბევრ მცხოვრებთან მოახერხა მისვლა. სოფელ სულდაში სახელმწიფო რეესტრის თანამშრომლები ჯერ არ ყოფილან. სოფელ დადეშში მხოლოდ ერთი დღე იმუშავეს და წავიდნენ.
„ჩვენს სოფელაი ერთი დღე იყვნენ, მარტის ბოლოს, მხოლოდ სოფელში იმუშავეს, თქვეს ხვალ მოვლენ და დღემდე არ მოსულან და არ ვიცით როდის მოვლენ“, – ამბობს სოფელ დადეშის სპეციალისტი ედგარ თუმანიანი.
მისი თქმით, ერთ დღეში მოსახლეობის დაახლოებით 30%-ის გაზომვები დააზუსტეს. სოფელ დადეშში ჯგუფში ხუთი ადამიანი მუშაობდა.
სოფელ ვაჩიანში, მერის წარმომადგენლის ფედია თოროსიანის თქმით, მოსახლეობის 85%-ის მიწები გაზომეს.
„იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მუშების ხელთ არსებული მონაცემები არაზუსტი იყო, ერთი მცხოვრების ნაკვეთი მეორის ნაკვეთზე იყო ასახული, თუ მეპატრონე ესწრება, ასწორებენ, მაგრამ იყო რაღაცეები, რაც მათ უფლებამოსილებაში არ შედიოდა და ხალხს სახელმწიფო რეესტრში აგზავნიდნენ“, – თქვა ფედია თოროსიანმა.
სოფელ აზავრეთში 10 დღე იმუშავეს და წავიდნენ. სოფლის მერის წარმომადგენლის, ბაგრატ ზაქარიანის თქმით, სოფელში რეგისტრაციის პროცედურა დასრულებული არ არის, თუმცა სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვები ჩატარდა.
„თავიდან სახლების აზომვების დროს, ოთხი მომუშავე იყო, ახლა ორი. ვფიქრობ, პრობლემები მოგვიანებით გამოიკვეთება, ახლა მხოლოდ ზომავენ და მიდიან. 15-20 სახლის გაზომვა და შემოწმებაა დარჩენილი, ამ სახლების მცხოვრებლები უბრალოდ ადგილზე არ იყვნენ სახლების გაზომვების დროს, ხოლო მიწის ნაკვეთების აზომვა უმრავლესობასთან ჯერ არ გაკეთებულა“, – თქვა ბაგრატ ზაქარიანმა.
მისი თქმით, მიწის აზომვები სოფლის მცხოვრებთა დაახლოებით 85%-თან არ არის დასრულებული, ხოლო სახლების – 13-15%-თან.
სოფელ პატარა სამსარში მხოლოდ სახლებისა და მიმდებარე ნაკვეთების აზომვები და შემოწმება დაიწყეს.
”მათ მხოლოდ 15 სახლი გადაამოწმეს და გაზომეს და წავიდნენ”, – თქვა სოფელ პატარა სამსარის სპეციალისტმა მუშეღ ავაგიანმა.
რეგისტრაცია არ დასრულებულა სოფელ დილისკაშიც, სადაც გაზომვების აღება და შემოწმება ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში ჩატარდა. მაშინ სოფელ დილისკაში, ერთ თვეში სოფლის მცხოვრებლების 17%-ის აზომეს, შემდეგ კი მხოლოდ სახლები და მიმდებარე ნაკვეთები. ამის შემდეგ სოფელ დილისკაში მუშაობა აღარ განახლებულა.
აღვნიშნავთ, რომ ძველი თაობის GPS-აპარატები უახლეს აპარატებთან შედარებით სრულიად ზუსტად არ მუშაობდა. საფუძვლად გამოყენებული მონაცემები 2000-იანი წლების დასაწყისში ძველი აპარატების გამოყენებით შეგროვდა.
რეგისტრაციისას, თუ სახელმწიფო რეესტრის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი გადაწყვიტონ საკითხები ადგილზე, მცხოვრები იგზავნება სახელმწიფო რეესტრში, ხოლო ისინი რეგისტრაციისთვის მერიაში აგზავნიან.
ახალქალაქის მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ საკითხთა განყოფილების უფროსი თეიმურაზ მანველიანი ამბობს, რომ ისინი მოსახლეობის მდგომარეობაში შედიან და არეგისტრირებენ, მაგრამ ეს მათ პასუხისმგებლობაში არ შედის.
თეიმურაზ მანველიანის თქმით, რეესტრის თანამშრომლებსა და მოსახლეობას შორის არსებული ვითარება რამდენჯერმე განმარტეს, როცა ენობრივი ბარიერის გამო ერთმანეთის არ ესმოდათ.
საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვითხრეს, რომ რეგისტრაციისას ახალი ნახაზები კეთდება და ეს სამუშაოები ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს.