სიახლე
ახალქალაქიახალქალაქის მუნიციპალიტეტში 40 სამეთვალყურეო კამერა დამონტაჟდება
29.04.2024
ნახვები: 260 |
ავტორი: Kristina Marabyan
ახალი სამეთვალყურეო კამერები არა მარტო ახალქალაქში, არამედ სოფლებშიც დამონტაჟდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 24 070 ლარად 40 სათვალთვალო კამერის შეძენა-დამონტაჟებაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი 21430 ლარის ოდენობით შპს „ქართულმა სისტემურმა ტექნიკურმა ჯგუფმა“ მოიგო.
მაგრამ, ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, ეს კომპანია ტექნიკური პრობლემების გამო დისკვალიფიცირებული იყო.
„ტექნიკურ პარამეტრებში იყო შეცდომები. ტენდერი შეჩერებულია. მათ გაასაჩივრეს დისკვალიფიკაცია, რის გამოც პროცესი შეჩერდა“, – ამბობს როზა იორდანიანი, ახალქალაქის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი.
შესყიდვისა და მონტაჟის ტენდერი 8 აპრილს გამოცხადდა და 16 აპრილს დასრულდა. კამერები უნდა დამონტაჟდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში.
36 სამეთვალყურეო კამერა საკუთარი კვების წყაროებით, ფართო კაბელით და მეხსიერების ბარათებით, 12 თვიანი საგარანტიო ვადით, უნდა დამონტაჟდეს შემდეგ ადგილებში:
- ასფალტის ყოფილი ქარხანა
- სოფელი ვარევანი
- სოფელი ორჯა
- წერეთელი- თავისუფლების ქუჩების გზაჯვარედინი
- ნალბანდიანის ქუჩა
- დარბინიანი-მაშტოცის ქუჩების გზაჯვარედინი
- თავისუფლების ქუჩა (კაზინო ვეგასი)
- ავტოსადგური
- ნალბანდიანის ქუჩაზე საბითუმო მაღაზიასთან
- ყოფილ სამხედრო ქალაქში 510-ე კორპუსთან
- ე.წ. ხანდოს ხანი
- ჯავახეთი – ჯავახიშვილის ქუჩებია გზაჯვარედინი
- ჭავჭავაძე-თბილისის ქუჩების გზაჯვარედინი
- მიკოიანი-ჯავახეთის ქუჩების გზაჯვარედინი
- სოფელი დილისკა – 3 კამერა
- ახალქალაქი-ვაჩიანი-დილისკას გზა
- მარგარიანი -აღამალიანის ქუჩეჯის გზაჯვარედინი
- ლომსაძე-დემურჩიანის ქუჩების გზაჯვარედინთან
- ყოფილი სამხედრო ქალაქის პარკთან
- მე-15 გოროდოკი
- კარტიკამი-აბული-თახჩას გზა
- სოფელი გომანი
- სოფელი ბუღაშენი
- სოფელი მერენია
- სოფელი იხტილა
- სოფელი კოჩიო
- სოფელი აზავრეთი
- სოფელი კოკიო
- სოფელი ღადო
- სოფელი ვაჩიანი
- სოფელი კიროვაკანი
- სოფელი ოკამი
- სოფელი კიროვაკანი
- სოფელი აფნია