დღეს, 24 აპრილს, თბილისში, თურქეთის საელჩოსთან, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ინიციატივით, მოთხოვნა-აქცია გაიმართა, რომელშიც სომხური თემის წარმომადგენლები, სტუდენტები, საზოგადო მოღვაწეები და სხვები მონაწილეობდნენ. მოთხოვნა-აქციის პარალელურად გენოციდის თემაზე გამოფენა მოეწყო.

12:00 საათზე, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის, უწმინდესი ეპისკოპოს ტერ კირაკოს დავთიანის მფარველობით, რწმენისა და სამშობლოსათვის დაღუპული სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტურგია ჩატარდა.

13:00 საათზე საქართველოში თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე სომხების გენოციდისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, 14:00 საათზე კი მოთხოვნა-აქცია დაიწყო.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ხელმძღვანელმა არტურ მირზოიანმა აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ დაამტკიცეს სომხური სულის ხელშეუხებლობა, შეეხო 109 წლის წინ მომხდარ მოვლენებს და აღნიშნა, რომ სომეხი ხალხი საკუთარ სამშობლოში გახდა გენოციდის მსხვერპლი.

„მათი გენოციდური საქციელი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ 1915 წლის მოვლენებით, ისინი ამას დღემდე აგრძელებენ, ამის ნათელი დასტურია სომხების განდევნა არცახიდან, ისინი ხალხს საკუთარ სახლებში დარჩენას სთავაზობდნენ და უსაფრთხოებას ჰპირდებოდნენ, და ეს ის შემთხვევაა, როცა ისინი ათწლეულების განმავლობაში ზრდიან შვილებს მტრობისა და სიძულვილის სულისკვეთებით, ადიდებენ რამილ საფაროვს, რომელმაც სომეხი მოკლა“, – აღნიშნა მირზოიანმა.

artur mirzoyan

mirzoyan

cuyc 3

drosh

cuyc 5cuyc 4

„პატრიოტიზმი იბადება იქ, სადაც ადამიანი სამშობლოს სიწმინდეს აცნობიერებს. სამშობლოს ერთგულება იბადება მაშინ, როცა სომეხს უყვარს სომეხი, ბოლოს და ბოლოს, პატრიოტიზმი ხდება სომეხის მიზანი, როცა მთელი სომეხი ხალხი გაერთიანდება სამშობლოსა და წმინდა ეკლესიის წინაშე“, – თქვა მეუფე მამა ტერ კირაკოს სიმონიანმა თავის მიმართვაში.

ter kirakos

სიტყვით გამოვიდა საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანიც. სიტყვით გამოსვლისას მან დღეს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.

„ჩვენ შური უნდა ვიძიოთ, ამას ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს. დღესაც გრძელდება სომეხთა გენოციდი, ვნახეთ, როგორ იქცა ბერძორ-გორისის გზა ისევ დერ ზორის გზად, ამ გზაზე ასობით ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე თვის წინ ათასობით არცახელი გარდაიცვალა გულის უკმარისობით, რადგან ამ ყველაფრის მოთმენა ვერ მოახერხა და ეს ყველაფერი გაგრძელდება. არ აქვს მნიშვნელობა სომეხი სად იქნება, საქართველოში, აშშ-ში თუ სხვაგან, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ ჩვენი ენის, ეკლესიისა და კულტურის პატრონები და ვინც ამ ყველაფერს ხელყოფს, უშუალოდ ჩემი მტერია”.

chidilyan

სიტყვით გამოსვლისას “საქართველოს სომეხთა კავშირის” ხელმძღვანელმა მარი არაქელოვამ აღნიშნა, რომ ის, რაც 109 წლის წინ მოხდა, არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და დაკავშირებულია საქართველოსთან იმ თვალსაზრისით, რომ აქ დასახლდა მრავალი სომეხი, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს, და თავის სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა მოძმე ქართველ ხალხს, რომელმაც ასი წლის წინ ამ მიწაზე დასახლების საშუალება მისცა ჩვენს წინაპრებს.

mari araqelova

“საქართველოს სომხური საზოგადოებრივი პლატფორმის” პრეზიდენტმა გეორგი თუმასიანმა ისაუბრა ერდოღანის დღევანდელ განცხადებაზე, რომ სომეხი ხალხი თითქოს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს თურქეთს და აფიქსირებს არასწორ ისტორიულ ფაქტებს. თუმასიანის თქმით, სომხური თემი უნდა შეიკრიბოს და აჩვენოს, რომ ისინი, როგორც წინაპრების შთამომავლები, ფაქტი და მტკიცებულებაა მომხდარის.

„ადრე ვახსენებდით ყარსს, მუშს, ერზურუმს, ვანს, ბითლისს და სხვა ბევრ ქალაქს, ახლა კი, სამწუხაროდ, ამ სიას დაემატა არცახი. შორს წასვლა არ არის საჭირო, ერთი წლის წინ ჩვენ ყველანი შევესწარით, თუ როგორ მოაწყვეს აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთად სომეხთა გენოციდის გაგრძელება – არცახის იძულებითი დესომეხიზაცია“.

tumasyan4

cuyc 2