ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, იმ ბავშვების გეგმიური ვაქცინაცია, რომელთა მშობლებმაც ვაქცინაცია გამოტოვეს, შეიძლება ჩატარდეს ევროპის იმუნიზაციის კვირეულში, 21-დან 27 აპრილამდე.
ვაქცინაცია შეიძლება ჩაუტარდეს ნებისმიერი ასაკის ბავშვებს, დაწყებული 2 თვიდან 14 წლამდე. აცრები რეგიონის ყველა სოფელსა და ახალქალაქში ჩატარდება. ამ კვირის განმავლობაში ნებისმიერ მცხოვრებს შეუძლია სამუშაო საათებში თავისი სოფლის სამედიცინო ცენტრში ან ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მისვლა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი მოუწოდებს ყველას, მონაწილეობა მიიღონ იმუნიზაციის კვირეულში და ბავშვებს ვაქცინაცია გაუკეთონ, რითაც მათ ჯანმრთელობას დაიცავენ.
ყოველწლიურად, ევროპის იმუნიზაციის კვირეული შესაძლებლობას იძლევა ხელახლა ხაზი გავუსვათ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში ვაქცინაციის როლის მნიშვნელობას და პრიორიტეტელობას.
ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ხდება „ევროპის იმუნიზაციის კვირეულის“ ფარგლებში ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით. ვაქცინების ფართო გამოყენებამ მთელ მსოფლიოში ვაქცინით პრევენციული ინფექციური დაავადებების კონტროლში რევოლუცია მოახდინა, რამაც საერთო კონტროლირებადი დაავადებების და ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია.