სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციაზე სომხეთში განხილვების დაწყებისთანავე ტავუშის რეგიონის 4 სოფლის აზერბაიჯანისთვის ე.წ. „გადაცემის“ საკითხი გამწვავდა. მიუხედავად იმისა, რომ ვითარების ირგვლივ ბევრი ჭორი, დეზინფორმაცია და ფეიკი ვრცელდება, საზღვრისპირა სოფელ ვოსკეფარის მცხოვრებლები ყოველდღე ყველაზე უარესის მოლოდინში ცხოვრობენ.

voskepar2
ქრისტინე ავეტიკიანის ფოტო Jnews-ისთვის

მარტის ბოლოს სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა სომხურ-აზერბაიჯანული საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომელიც ტავუშის ოლქიდან უნდა დაიწყოს. ამან შეშფოთება გამოიწვია სოფელ ვოსკეფარში, რომელიც აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. თუ საზღვარი საბჭოთა რუქების მიხედვით დაიხაზება, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეიძლება მათ სიახლოვეს განლაგდნენ.

ტავუშის ოლქის 4 სოფელი, რომლებიც საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის სსრ-ს ეკუთვნოდა (ბაგანის აირიმი, აშაგი ასკიფარა (ნერკინ ვოსკეფარი), ხეირიმლი და გიზილგაჯილი) სავარაუდოდ, უპირობოდ გადაეცემა აზერბაიჯანს, შემდეგ კი 4 ექსკლავური (ანუ სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე) სოფლის ბედის მოლაპარაკებები დაიწყება (იუხარი ასკიპარა (ვერინ ვოსკეპარი), სოფულუ, ბარხუდარლუ სომხეთის ტავუშის რეგიონში, ასევე კიარკი (ტიგრანაშენი) არარატის მხარეში.

ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემა – დელიმიტაცია ან ცალმხრივი დათმობა

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სოფლების ნაწილი დაუსახლებელია, მათი აზერბაიჯანისთბის გადაცემა გარკვეულ რისკებს შეიცავს როგორც მთლიანად სომხეთისთვის, ასევე მიმდებარე დასახლებული სოფლებისთვის.

ერთ-ერთი ასეთი სოფელია ვოსკეფარი. მისგან დასავლეთით სოფელ ვერინ ვოსკეფარის ტერიტორიაა, აღმოსავლეთით ნერკინ ვოსკეფარი. მეორე ეხება პირველ სოფლებს, რომელთა გადაცემაც წინაპირობების გარეშე სურთ, პირველი – იმ სოფლებს, რომლებზეც სავარაუდოდ მოლაპარაკება უნდა გამართულიყო. ამრიგად, თუ ორივე სოფელი აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში გადავა, ვოსკეფარი ორივე მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიით იქნება გარშემორტყმული, ხოლო ერევან-თბილისის გზის მონაკვეთები სოფელ ვოსკეფართან გაივლის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს, რომ მათ რეკონსტრუქციის გავლა მოუწევთ.

სოფლის მოსახლეობა შეშფოთებულ, დაბნეულ მდგომარეობაშია, ვერ ხვდებიან, რა ბედი ეწევათ.

მარი სტეპანიანმა და მისმა ოჯახმა ბავშვობაში დატოვეს ვოსკეფარი, მაგრამ ხშირად ბრუნდება და ნათესავებთან ურთიერთობას ინარჩუნებს.

„თვითონ სოფელი ვოსკეფარი კი არა, მის ირგვლივ არის მიწები, მათ ვეძახით ვერინ ვოსკეფარს და ნერკინ ვოსკეფარს. იქ მე-7 საუკუნის ეკლესია გვაქვს, რაც მის შემდეგ არის – ამ მიწებს თვლიან თავიანთ მიწებად. მათ ეს მიწები და ზემო ვოსკეფარი უნდათ. და გამოდის, რომ ვოსკეფარის ირგვლივ აზერბაიჯანული მიწა იქნება და ვოსკეფარი ზუსტად საზღვარზე იქნება“, – კომენტარს აკეთებს მარი.

ის აღნიშნავს, რომ სოფლის მოსახლეობა ინფორმირებულია, რომელი მიწების თაობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები

„იჯევანს გამოყოფენ ნოემბერიანს, ბაგანისს, ვოსკევანს, ეს გზაც მათ დარჩებათ, და გამოვა, რომ ხალხმა იჯევანში მისასვლელად, რომელიც ტავუშის რეგიონის ცენტრია, მთელი ლორის რაიონი უნდა გაიაროს, ხოლო ეს პლუს 3 საათს ნიშნავს“, – აღნიშნავს ის.

voskepar4

მარი გვიზიარებს, რომ როგორც თავად, ისე მის ნათესავებსა და მეგობრებს ვოსკეფარიდან არსებული სიტუაციის გამო შეშფოთებულები არიან. მისი თქმით, რუსეთში ხანგრძლივი ცხოვრების მიუხედავად, რაღაც ყოველთვის აკავშირებდა მას მშობლიურ სოფელთან.

„მაშინაც კი, როცა რუსეთში ვცხოვრობდი და მეკითხებოდნენ, საიდან ხარ, მე ყოველთვის ვეუბნებოდი – ვოსკეფარიდან. ძალიან მომწონს ვოსკეფარი, იქ სხვანაირი ატმოსფეროა – გზაზე გადიხარ, ირგვლივ მხოლოდ მთებია, მწვანე ტყე, სუფთა ჰაერია, იქ ყველაფერი მშობლიურია, მდინარეში, რომელშიც სულ ვხტებით… იქ მყავს ბიძა, დეიდა, ბებია და ბაბუა, 90 წლისები. ახლა სად წავლენ ისინი – არ მესმის. ისინი იქ არ დარჩებიან… ის შეგრძნება, სომხეთს რომ ავიწროებენ, სომხების მოსპობა უნდათ, ძალიან არ მომწონს”.

voskepar3
ფოტო – კრისტინა ავეტიკიანი Jnews-ისთვის

მისი თქმით, სოფელში პანიკა არ არის, მაგრამ მოსახლეობა ამ ვითარებაზე გამუდმებით საუბრობს და რაც მთავარია, დაბნეულობაში არიან, რადგან არ იციან, საბოლოოდ როგორ განვითარდება ყველაფერი.

„მამაკაცები სულ სოფლის ცენტრში დადიან, საუბრობენ, გეგმებს აწყობენ, ქალებიც. ამბობენ: არ ვიცით, რა იქნება და არ ვიცით, რას ვიზამთ”.

კრისტინა ავეტიკიანი მშობლიურ სოფელში აპრილის დასაწყისში ჩავიდა. ის აღნიშნავს, რომ სოფელში სულ სხვა განწყობაა.

„ხალხის განწყობა განსხვავებულია. მაგალითად, ბევრი ამბობს, რომ ნორმალურად იქნება, არ იქნება ისე, როგორც არცახის შემთხვევაში, ზოგი უბრალოდ ელოდება და ეშინია, რომ სოფელი ბლოკადაში აღმოჩნდება, გზის გარეშე (ხოლო ახალი გაურკვეველია როდის გაჩნდება).

მისი ბებია და ბაბუა, ჯემა და არარატი, მთელი ცხოვრება ვოსკეფარში ცხოვრობდნენ და არ უნდათ ამ ადგილის დატოვება.

„ეს მიწები მათია, დიახ, დაახლოებით 30 წლის წინ წაგვართვეს, მაგრამ ოფიციალურად არ გაგვიფორმებია – ამიტომ გამოდის ასე, ახალი გზის იმედი გვაქვს, მაგრამ, საერთო ჯამში, სიტუაციით შეწუხებულნი არიან“, – ამბობენ ჯემა და არარატი.