17 აპრილს, აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ოფიციალური ვიზიტით ახალქალაქს ეწვია.

დილიდან ახალქალაქის სხვადასხვა ორგანიზაციებთან ელჩისა და მისი დელეგაციის ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. ის ახალქალაქის მერს შეხვდა. რის შემდეგაც, 11:00 საათზე, ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფისში საქართველოში აშშ-ის ელჩსა და ახალქალაქში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. თითოეულმა ორგანიზაციამ თავისი სამუშაო და გამოწვევები წარმოადგინა.

13:00 საათზე აშშ-ის ელჩი ახალქალაქში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ოფისს ეწვია, სადაც ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.

posol8

posol9

posol10

შემდეგ დელეგაცია ახალქალაქის №4 საჯარო სკოლას ეწვია.

posol6

იქ რეგიონის 4 სკოლის ბავშვებმა წარმოადგინეს პროექტები, რომლებიც USAID-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ბავშვები იყვნენ სოფელ გომანის სკოლიდან, ადიგენიდან, ახალციხიდან და ახალქალაქის №4 სკოლიდან (დემირჩიანის სახ.).

posol2

posol4

posol3

პრეზენტაციის შემდეგ №4 სკოლის მოსწავლეებმა ელჩს ხელნაკეთი ბროწეულის სახით სუვენირი გადასცეს, რომელიც სომეხი ხალხის სიმბოლიკაზე მოგვითხრობს. შეხვედრის დასასრულს ასევე კითხვა-პასუხი სესია გაიმართა.

posol7